სანჩისი: "რამოსს "ოქროს ბურთის" მოგება შეუძლია"

მანოლო სანჩისმა სერხიო რამოსის მისამართით შესაშური სიტყვები არ დაიშურა...


-რას იტყვით სერხიო რამოსის გოლზე?

-ამ გოლმა ჩემპიონთა ლიგის ფინალი სრულიად შეცვალა. უკვე არაერთხელ მითქვამს, რომ სერხიო დიდი ხანია მსოფლიოს საუკეთესო ცენტრალური მცველია, მიუხედავად უდიდესი კონკურენციისა. ესპანელი მცველი "ოქროს ბურთის" მოგების რეალური კანდიდატია, სწორედ იმ დიდი პროგრესის გამო, რაც მან წლების მანძილზე განიცადა. "ბლანკოსის" ვიცე-კაპიტანი მცველებიდან ყველაზე მეტად იმსახურებს ამ ჯილდოს.

-არ ხართ გაკვირვებული, რომ რამოსი ასე ძალიან იცავს "რეალის" ღირსებას, მიუხედავად იმისა, რომ კლუბის აღზრდილი არაა?

-რამოსი არის ბიჭი, კარგი პიროვნება, რომელსაც ყველაფერთან ერთად სანახაობრივი თამაშის სტილი აქვს და ძალიან ერთგულია. სერხიო იკერს ყველაზე მეტად უჭერს მხარს. ფინალში "რეალის" 4 ნომერი ერთადერთი აღმოჩნდა, ვინც გუნდის გადარჩენა შეძლო.

-არ არის მარტივი, მცველი ასეთი გავლენიანი იყოს. ასე არ არის?

-მცველისთვის ეს უფრო მარტივია. გუნდის შენება იწყება დაცვიდან. ცენტრალური მცველის პოზიცია გადამწყვეტია. რამოსი საოცარია, რადგან ის არა მხოლოდ იცავს გუნდს, არამედ ფორვარდებს მოტივაციას მატებს და თვითონაც იტანს. სერხიო რამოსი ჩამოყალიბებული ფეხბურთელია, მას ლიდერობაც შეუძლია.

წყარო: Marca dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (320)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)