მადრიდში საუკეთესო სეზონი ჩავატარე

ანხელ დი მარიას განცხადებით, წლევანდელი სეზონი სამეფო კლუბში საუკეთესო იყო...


"ჩემთვის ეს სეზონი დიდებული იყო, მსგავსი დატვირთვა არცერთ წელს არ მიმიღია, ვფიქრობ ძალიან პროდუქტიულად ვითამაშე."

"მადრიდის რეალში არიან ფეხბურთელები, რომლებისთვისაც ჩემპიონთა ლიგის მოგება უცხო ხილი არ არის, მე კი ეს ბედნიერება პირველად განვიცადე და უბედნიერესი ადამიანი გახლავართ."

"ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა ვიმუშავოთ იმისათვის, რომ განვვითარდეთ და მომდევნო წლებში უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ."

"კარლო ანჩელოტის ფორმაციის "რეალში" პოზიციის შეცვლა მომიწია და ვთვლი, რომ საკმაოდ კარგად გადავეწყვე, თუმცა ამასთანავე დავსძენ, გარემარბის ადგილად კარგად გამომდის თამაში და ეს ამ სეზონშიც გავაკეთე რამდენჯერმე."

"რეალში ყველა ფეხბურთელი ბოლომდე იხარჯება და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას ცდილობს, აქ დიდი კონკურენციაა, რომელსაც უნდა გაუძლო, ამისათვის კი მხოლოდ საუკეთესოობაა საჭირო."

"კმაყოფილი ვარ როგორც კლუბში, ასევე ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობით."

"ჩვენი ნაკრების უდავო ლიდერი ლიონელ მესია, ჩვენ რეალსა და ბარსელონაში ვთამაშობთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ჩემ თანამემამულეს არ დავაფასებ, მისი შრომა ფასდაუდებელია, მესი ყოველთვის შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენას ცდილობს."

"საკლუბო დონეზე დუბლი შევასრულო, იმედი მაქვს მესამე ტიტულს მსოფლიო ჩემპიონატის სახელი ერქმევა, ეს ჩემი ოცნება გახლავთ."

"არგენტინას საკმაოდ დაბალანსებული გუნდი ჰყავს, თუმცა განსაკუთრებით ამის თქმა მაინც შეტევაზე შეგვიძლია, სადაც კუნ აგუერო, ოთხ გზის ოქროს ბურთის მფლობელი ლიონელ მესი, გონსალო იგუაინი და კიდევ სხვა ფეხბურთელები არიან."

"სამეფო კლუბის თითოეულ ფეხბურთელს მუნდიალზე წარმატებას და და ტურნირის ტრავმის გარეშე ჩამთავრებას ვუსურვებ." dle 10.1

  • Hala
  • 28 მაი 2014
  • 2799
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (289)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)