მორიენტესი : "ხესე და მორატა ბევრს მიაღწევენ"

ფერნანდო მორიენტესის განცხადებით, მადრიდის "რეალს" ალვარო მორატასა და ხესე როდრიგესის სახით ორი უმაღლესი კლასის ფეხბურთელი ჰყავს...


"ძალიან მიხარია, რომ კარლომ გუნდის კანტერანოებს ყურადღება მიაქცია, ეს კასტილიელთათვის დიდი სტიმული გახლავთ. ალვარო მორატამ არაერთი გოლი გაიტანა აწ უკვე გასულ სეზონში, ხესე როდრიგესმა კი აბსოლუტურად ყველა გააოცა."

"როდრიგესს ტრავმამ დიდი დაღი დაასვა, თუმცა დარწმუნებული ვარ მომდევნო სეზონში იგი კვლავ უმაღლეს დონეზე ითამაშებს და დაამტკიცებს, რომ ადგილს სასტარტო შემადგენლობაში იმსახურებს, ის დიდებული მოთამაშეა."

"ვგონებ, მორატა და ხესე ისეთ დუეტს შექმნიან, როგორიც მე და ლეგენდარულმა რაულ გონსალესმა შევქმენით, ის დრო ყველაზე კარგად მახსოვს, მე და "ელ კაპიტანო" ერთმანეთს ბრწყინვალედ ვუგებდით და "რეალიც" შესანიშნავ შედეგებს აღწევდა"

"დარწმუნებული ვარ კარლო ანჩელოტი გუნდს მომდევნო სეზონებშიც გაწვრთნის და კიდევ უფრო მეტს კასტილიელს ექნება თავის გამოჩენის საშუალება, იტალიელ სპეციალისტს ძალიან კარგი კურსი აქვს აღებული." dle 10.1

  • Hala
  • 28 მაი 2014
  • 2219
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)