არსენალი დი მარის შეძენის მთავარი პრეტენდენტია

ინგლისურ პრესაზე დაყრნობით, ლონდონის "არსენალს" მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი სამეფო კლუბის არგენტინელი შემტევის, ანხელ დი მარიას შეძენა, რომელმაც წლევანდელი სეზონი შესანიშნავად ჩაატარა...


ლონდონელი "მეთოფეები" მზად არიან ფეხბურთელის სანაცვლოდ 34 მილიონი ევრო გადაიხადონ და ანხელს გაცილებით უკეთესი საკონტრაქტო პირობები შესთავაზონ, ვიდრე ახლა აქვს სამეფო კლუბის შემადგენლობაში.

შარშან ზაფხულს, როდესაც კარლო მესუთ იოზილს შეელია, ვრცელდებოდა ხმები იმის შესახებ, რომ გერმანელთან ერთად პრემიერლიგას დი მარიაც მიაშურებდა, რადგან მისი სასტარტოში თამაშის შანსი ძალიან მცირე იყო, თუმცა არგენტინელს გამბედაობა ეყო და კლუბში დარჩა, შედეგი კი ყველა გულშემატკივარმა კარგად დაინახა.

როგორც ჩანს ინგლისელებს ინტერესი კვლავ აქვთ და ყველაფერს გააკეთებენ შეგირდის შესაძენად, რომელიც "ბლანკოსის" მთავარ მწვრთნელს ძალიან უყვარს და ნამდვილად არ სურს მისი გუნდიდან გაშვება.

საბოლოო სიტყვა სავარაუდოდ ანხელზე იქნება, რომლის პოზიცია ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა ფლორენტინო პერესს თავისუფლად შეეძლება არგენტინელის გუნდში დატოვება იმ შემთხვევაში, თუ არსენალზე უკეთეს საკონტრაქტო პირობებს შესთავაზებს, ამ შემთხვევაში ეჭვი არავის ეპარება, რომ დი მარია ესპანეთის დედაქალაქში დარჩება.

დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. dle 10.1

  • Hala
  • 28 მაი 2014
  • 2433
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (216)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)