კარლოსი : "სერხიო რამოსი წელს ყველაზე მნიშვნელოვანი იყო"

ბრაზილიელი ლეგენდის, რობერტო კარლოსის განცხადებით, სერხიო რამოსისთვის წლევნადელი სეზონი ყველაზე მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი იყო სამეფო კლუბში...


"სერხიოს ჯერ კიდევ იმ დროიდან ვიცნობ, როდესაც ის პატარა ბიჭი იყო, თუმცა ამბიციურობით და ბრძოლიუნარიანობით ოდითგანვე გამოირჩეოდა, ის სამეფო კლუბის დიდი ნაწილია და თავისუფლად შემიძლია ვთქვა 2013/14 წლებში მან საუკეთესო სეზონი ჩაატარა საკლუბო დონეზე."

"ესპანეთის ეროვნული ნაკრების შესანიშნავი ასპარეზობის გამო რამოსს ორჯერ აქვს ევროპის, ხოლო ერთხელ მსოფლიოს თასი მოგებული, ახლა კი მის კოლექციას საკლუბო ევროპის ჩემპიონატიც (ჩემპიონთა ლიგა) შეემაატა."

"რამოსი დიდებულია, მან არაერთი გადამწყვეტი გოლის გატანა მოახერხა ლიგის დასკვნით მატჩებში."

"ყველას კარგად გვახსოვს გერმანიაში "რეალის" ბრწყინვალე ასპარეზობა და 0-4, სადაც სერხიომ დუბლი შეასრულა, თუმცა როგორც ჩანს ეს მხოლოდ დასაწყისი იყო, "რეალმა" ვიცე კაპიტანი გმირად უნდა შერაცხოს, ამ ფეხბურთელმა წაგებული ფინალი 93-ე წუთზე შემოატრიალა და საბოლოო ჯამში ოქროს მედლის მფლობელი გახდა."

"ლა დესიმა სამეფო კლუბის გულშემატკივართა ოცნება იყო, რომელიც 2002 წლის შემდეგ ვერა და ვერ ასრულდა, კარლო ანჩელოტიმ კი ეს მოახერხა, ყოველთვის ვამბობდი, რომ იტალიელმა ძალიან კარგად იცის ევროსარბიელზე წარმატების მიღწევა." dle 10.1

  • Hala
  • 27 მაი 2014
  • 2598
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)