BBC-ს პირველი სეზონი და 97 გოლი

თამამად შეიძლება ითქვას, რომ „რეალის“ ახალმა შემტევმა ტრიომ, მოლოდინები სრულად გაამართლა.


ალბათ, ბეილის ადაპტაციისა და მოსამზადებელი პერიოდის სრულყოფილად გავლის შემდეგ, BBC-ის შედეგენიობა უფრო გაიზრდება, თუმცა არც განვლილ სეზონში ყოფილა ურიგო.

საერთო ჯამში, 230 მილიონიანმა შეტევითმა ხაზმა, 97 გოლი დადო.აქედან, 51 რონალდუს ანაგრიშზეა, 24 ბენზემას, ხოლო 22 ბეილის.უფრო კონკრეტულად, „რეალის“ გოლების 60 პროცენტში, სწორედ აღნიშნულ ტრიოზე მოდის.

გოლაობის თვალსაზრისით, ჩატარებული სეზონი საუკეთესო არ ყოფილა პორტუგალიელი გოლეადორისათვის (11/12 - 60 გოლი, 12/13 - 55), მაგრამ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მოგებიდან გამომდინარე, მის ბურთებს უფრო დაედო ფასი.ამასთანავე, წარმოდგენილი ციფრები საკმარისი გამოდგა იმისათვის, რომ მას მოეპოვებინა „პიჩიჩი,“ „ოქროს ბუცი“ და ჩ/ლიგის საუკეთესო ბომბარდირის წოდება.

საოცარი თამაშით არც კარიმს გამოუჩენია თავი, მაგრამ როგორც ანჩელოტი აღნიშნავს, მისთვის „მთავარია გუნდური სამუშაოს ზედმიწევნით შესრულება და არა გოლების რაოდენობა.“ფრანგს გარკვეული ჩავარდები და მშრალი სერიებიც ჰქონდა, თუმცა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დაპირისპირებაში (შინ „ბაიერნთან), თავის გამოჩენა შეძლო.

რაც შეეხება უელსელს, მისი ტრანსფერი ჭეშმარიტად შედგა.გამარჯვების გოლები ფინალებში, და სატრანსფერო თანხაზე, ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი ქომაგებიც აღარ საუბრობენ.

და ბოლოს, 97 გოლის გასვწრივ, BBC 49 შედეგიანის გადაცემასაც მოითვლის.

MARCA

dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (203)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)