რამოსი „ოქროს ბურთისთვის“ იბრძოლებს

ესპანეთში ვარაუდობენ, რომ დიდებული სეზონის წყალობით, ანდალუსიელი მცველი „ოქროს“ მაძიებელთა რიგებში ერთ-ერთი ფავორიტი იქნება.


რამოსს ლომის წვლილი მიუძღვის სამეფო კლუბის წარმატებაში.მართალია, განვლილი სეზონი უფერულად დაიწყო, თუმცა გადამწყვეტ ეტაპს, მოწოდების სიმაღლეზე შეხვდა.მან ჩინებულად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობებს და მეტიც, გუნდის შედეგიანობაშიც ივაჟკაცა.

ალბათ, გერმანელებს არასოდეს დაავიწყდებათ მისი თავური დარტყმები „ალიანც არენაზე,“ რისი წყალობითაც, პირველი მცველი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ სტადიაზე დუბლის მიწერა შეძლო.ამას მოჰყვა მორიგი გოლი „ვალენსიასთან“ და ბრწყინვალედ შესრულებული საჯარიმო დარტყმა „ვალიადოლიდთან,“ ხოლო კულმინაცია ისეთი გამოდგა, ნებისმიერი ტოპ თავდამსხმელი რომ ინატრებდა.ლისაბონში გამართული ფინალის 93-ე წუთზე, სერხიომ „ლა დესიმა“ მოუტანა (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) მადრიდულ სამყაროს.

„ოთხიანი“ ბედნიერად გრძნობს თავს.6 მაისს, პირველად ცხოვრებაში მამობის ტვირთი იკისრა.სრული ბედნიერებისათვის და თასების ოთახის შესავსებად, ჩემპიონთა ლიგას საჭიროებდა და ამანაც არ დააყოვნა.ახლა, შეუძლია თავისუფლად იფიქროს „ოქროს ბურთზეც,“ სადაც მთავარი კონკურენციის გაწევა, თანაგუნდელ და მეგობარ რონალდუსთან მოუწევს.ამ უკანასკნელმა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე გატანილი 17 გოლის წყალობით, დიდი განაცხადი გააკეთა ზედიზედ მეორედ ოქროს მოპოვებაზე.

ესპანეთში ფიქრობენ, რომ შესაძლოა მუნდიალმა გამაორკვიოს მადრიდელებს შორის საუკეთესო.ვინ იცის, იქნება რამოსი გახდეს მესამე მცველი, ბეკენბაუერისა და კანავაროს შემდეგ, რომელიც „ოქროს ბურთს“ დაეუფლება.

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (195)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)