კასილიასი: „„ლა დესიმა“ თითოეულ მადრიდისტას ეძღვნება“

გუშინ, „სანტიაგო ბერნაბეუმ“ კიდევ ერთ მაგიურ საღამოს უმასპინძლა.


„რეალის“ დიდებულ საშინაო არენაზე, ფეხბურთელებმა და ქომაგებმა ერთად აღნიშნეს ჩემპიონთა ლიგის მეათედ მოგება.მოედნის ცენტრში, სპეციალურად მოწყობილი სცენიდან, მოთამაშეებმა შეკრებილ გულშემატკივრებს მიმართეს.

კასილიასი: „დიდი მადლობა მოთმინებისათვის.შესანიშნავი გრძნობაა, 12 წლიანი პაუზის შემდეგ ევროპის მეფეების წოდების დაბრუნება.მოპოვებული ტიტული თითოეულ მადრიდისტას ეკუთვნის მთელი სამყაროდან.იმედი მაქვს, გაერთობით და ისიამოვნებთ.უკვე მეთერთმეტეზე ვფიქრობთ.“

პერესი: „მოთამაშეები ბედნიერები არიან თავიანთ ოჯახებთან ერთად.ეს დაძაბული და რთული სეზონის ბრწყინვალე კულმინაციაა.პირველი თამაშიდან იგრძნობოდა, რომ ფეხბურთელებს განსაკუთრებული სურვილი ჰქონდათ თასის მოგებისა, რასაც ფინალის ბოლო წუთებზეც გაესვა ხაზი.“

„ვიცით, რომ საუკეთესო გულშემატკივრები გვყავს დედამიწაზე.ისინი უკვე მეთერთმეტეს ელოდებიან.“

რამოსი: „ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო ნაწილი მსოფლიოს საუკეთესო გუნდისა.საბედნიეროდ, ოცნება ამიხდა და ჩემპიონთა ლიგაც მოვიგე, რაც თავდაუზოგავი შრომის ნაყოფია.მადლობას ვუხდი თანაგუნდელებსა და მწვრთნელებს გაწეული სამუშაოსთვის.“

„მადლობა ქომაგებს, რომლებიც ყველაზე მძიმე წუთებშიც გვერდით გვედგნენ.„ლა დესიმას“ ვუძღვნი გულშემატკივრებს, ოჯახსა და პიტინას (პერესის მეუღლე), რომელმაც ცოტა ხნი წინს დაგვტოვა.“

რონალდუ: „მახსოვს, ჩემი პირველი დღეები „ბერნაბეუზე“ და ახლა უკვე ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვზეიმობთ.ერთი, ორი, სამი - ჰალა მადრიდ!“

მარსელო: „დიდებულია.ფანებმა დაიმსახურეს ჩვენი ენთუზიაზმი და ზეიმი.მადლობას ვუხდით მხურვალე ქომაგობისთვის.ჩვენი მიზანია ბოლომდე ბრძოლა და ტიტულების მოგება.“

არბელოა: „ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხბურთო ტურნირი მოვიგეთ.მადრიდისტების დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდნენ „მეათეს.“ამის გაზიარება მათთან ერთად, არაჩვეულებრივია.“

დი მარია: „რა თქმა უნდა, დიდებული გრძნობაა „დესიმას“ მოგება.3 წლიანი უშედეგო მცდელობის შემდეგ, მოვახერხეთ თასია აწევა.მადლობა ქომაგებს მხარდაჭერისათვის.ჩვენ ყველაფერი გავიღეთ.“

ანჩელოტი: „დიდი პატივია ქომაგებთან ერთად ტიტულის აღნიშვნა.“


dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)