„ლა დესიმა“ მადრიდელებს წარუდგინეს

„რეალის“ ფეხბურთელებელი, მწვრთნელები და ხელმძღვანელები, ქალაქის რეგიონალურ მთავრობასა და მერიას სტუმრობდნენ.


ფლორენტინო პერესის მეთაურობით, „ბლანკოსის“ მოთამაშეები და სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლები, ქალაქის რეგიონალურ მთავრობაში მივიდნენ, სადაც მათ იგნასიო გონსალესი გაუმასპინძლდა.აღსანიშნავია, რომ Puerta de Sol-სთან, ათასობით გულშემატკივარი იყო შეკრებილი, რომლებსაც შენობის აივნიდან, ფეხბურთელებმა თასი წარუდგინეს და სიტყვით მიმართეს.

კასილიასი: „მადლობა მხურვალე მხარდაჭერისათვის.დიდი პატივი და სიამოვნებაა, ევროპის თასის თქვენთან ერთად აღნიშვნა.ვიმედოვნებ, მომავალ სეზონშიც დავბრუნდებით აქ.რა თქმა უნდა, „რეალის“ მიზანია ტიტულის დაცვა.“

პერესი: „ბუნებრივია, ჩემპიონთა ლიგის მეათე თასი თითოეულ ქომაგსა და მადრიდის რეგიონს ეკუთვნის, რომლის მაცხოვრებლებიც, სამაგალითონი არიან მთელ მსოფლიოში.„რეალი“ ძალიან ძლიერია და ეს, უწინარეს ყოვლისა, ექსტრაორდინარული გულშემატკივრების დამსახურებაა.“

„მადრიდული სამყარო ბედნიერია, რამეთუ მათ არასოდეს დაუკარგავთ საკუთარი გუნდის რწმენა და ყოველთვის ბოლომდე იმედიანად შეჰყურებენ „თეთრ“ მაისურს.ჩვენ უკან მდგარი ფანები, რომლებიც ერთგულებითა და ლოდინით გამოირჩევიან, გვაძლიერებენ და მოტივაციას გვმატებენ.“

„განვლილი ფინალი საუკეთესო გამოდგა.ფეხბურთელებმა არაფერი დაიშურეს გამარჯვებისათვის და შედეგმაც არ დააყოვნა.ალბათ, მხოლოდ ამ გზით შეიძლებოდა ნანატრი თასის მოპოვება.რასაკვირველია, პატივისცემას გამოვხატავთ „ატლეტიკოს“ მიმართაც.დიდებული მოვლენაა, როდესაც ჩ/ლიგის ფინალურ დაპირისპირებაში 1 ქალაქის 2 გუნდის შერკინების მომსწრენი ვხვდებით.“

იგნასიო გონსალესი (მადრიდის რეგიონის პრეზიდენტი): „„რეალი“ ყოველთვის იყო ბრძოლის, რწმენისა და პატივისცემის სინონიმი.რამოსის თავურმა დარტყმამ, მადრიდისტების დევიზის ხორცი შეასხა - „ბოლომდე, წინ „რეალი!“ თქვენ ყველანი ისტორიის ნაწილი გახდით.“

აღნიშნულის შემდეგ, ფეხბურთელები ქალაქის მერიაში გაემართნენ.ამჯერად, ისინი ანა ბოტელიამ მიიღო, რომელსაც იკერმა თავისი მაისური აჩუქა.

პერესი: „ბიჭებს ფინალამდეც ვუთხარი და ახლაც გავიმეორებ, რომ მეამაყება მათი პრეზიდენტობა.ახლა, „მეათე“ უნდა ვიზეიმოთ, თუმცა გაჩერებას ნამდვილად არ ვაპირებთ.ეს ჩვენი კლუბის კულტურა და ისტორიაა.“

ბოტელია (მადრიდის მერი): „გილოცავთ ჩემპიონებო.თქვენ ათასობით ადამიანს ბედნიერება მიანიჭეთ.ჩვენი ქალაქისათვის ნამვილად დიდი პატივია ისეთი გუნდის ყოლა, როგორიც „რეალია.““

„ლა დესიმა“ მადრიდელებს წარუდგინეს


„ლა დესიმა“ მადრიდელებს წარუდგინეს


„ლა დესიმა“ მადრიდელებს წარუდგინეს


„ლა დესიმა“ მადრიდელებს წარუდგინეს


„ლა დესიმა“ მადრიდელებს წარუდგინეს
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)