სერეზო : "ბიჭებმა 93 წუთის მანძილზე ყველაფერი გააკეთეს"

ნამატჩევს, მადრიდის "ატლეტიკოს" პრეზიდენტმა, ენრიკე სერეზომ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა, თუმცა იღბალი როგორც ჩანს "რეალისკენ" იყო...


"ჩვენ დავმარცხდით, ასე დაგვემართა 40 წლის წინაც, თუმცა მინდა განვაცხადო, რომ თითოეული ფეხბურთელის თავდადებით ამაყი ვარ, ჩვენ წელს შესანიშნავი შედეგები ვაჩვენეთ."

"93 წუთის მანძილზე ფეხბურთელები მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ და იგებდნენ კიდევ, თუმცა სერხიო რამოსს ძალიან გაუმართლა და ბურთი ჩვენი კარის ბადეში გაახვია, რამაც თამაში დამატებით დროში გადაიყვანა, სადაც თანაქალაქელები უკეთეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ."

"ლიგის ფინალში წაგების გარეშე მოვედით, ეს დიდებული შედეგია, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში დავმარცხდით."

"4-1 წავაგეთ, მაგრამ ეს ანგარიში რეალობას ნამდვილად არ ასახავდა, ჩემი აზრით ყველაზე ობიექტური შედეგი 1-1 და თერთმეტმეტრიანი დარტყმები იქნებოდა."

"მატჩის დასრულებამდე წუთზე ნაკლები რჩებოდა, ნამდვილად მეგონა, რომ ჩემპიონთა ლიგის თასის მფლობელები ვიყავით, თუმცა კოვზი ნაცარში ჩამივარდა, ძალიან დამწუხრებული ვარ, მაგრამ ამასთანავე ამაყიც, რადგან კლუბმა არნახული პროგრესი აჩვენა."

"ატლეტიკოს ძალიან ელეგანტური გულშემატკივრეიბ ჰყავს, მათ ბოლომდე დაუჭირეს მხარი კლუბს, წაგება კი მიიღეს და მეტოქეს ტაში დაუკრეს, ეს მართლაც დასაფასებელია."

"დიეგო კოშტას ტრავმამ ყველა შეგვზარა, იმედი გვგქონდა, რომ მკურნალობის შედეგად ის 1 საათის მანძილზე მაინც იქნებოდა სტადიონზე, თუმცა სასტარტო წუთებშივე ტკივილები იგრძნო."

"ამაყი ვარ ჩემი ფეხბურთელებით და ვფიქრობ, მომავალ წელს კიდევ უფრო ძლიერები ვიქნებით, დიეგო სიმეონემ ბრწყინვალე კოლექტივი შეკრა." dle 10.1

  • Hala
  • 25 მაი 2014
  • 2695
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ხერარდ მორენო 6
2 ბენზემა 6
3 ლორენი 6
4 სუარესი 4

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 პსჟ 2 2 0 0 6
2 ბრიუგე 2 0 2 0 2
3 გალათასარაი 2 0 1 1 1
4 რეალი 2 0 1 1 1

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

დღევანდელი „რეალის“ საუკეთესო ფეხბურთელია ...

რამოსი
მარსელო
ბენზემა
კროოსი
მოდრიჩი
აზარი
ბეილი
კაზემირო



მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2019 (124)
სექტემბერი 2019 (378)
აგვისტო 2019 (421)
ივლისი 2019 (555)
ივნისი 2019 (460)
მაისი 2019 (366)