ბეილი : "პირველივე სეზონში საოცრებები მოხდა"

გარეთ ბეილი "ატლეტიკოს" დამარცხების შემდეგ ემოციებს ვერ მალავდა...


"ბრწყინვალე სეზონი ჩავატარეთ და საბოლოო ჯამში ჩემპიონთა ლიგისა და კოპა დელ რეის მოგება მოვახერხეთ, ეს ადვილი ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ დიდი ძალისხმევის შედეგად მიზანი ყოველთვის მიიღწევა."

"მოგება ყველა გულშემატკივარს ეძღვნება, მათ ძალიან ინერვიულეს, რადგან ფაქტიურად 90 წუთისთვის 0-1 ვაგევდით და გათანაბრების შანსი მცირდებოდა."

"პირველივე მადრიდულ სეზონში ფინალში ვითამაშე და გამარჯვება მოვახერხე, თანაც მეტოქის კარის აღებაც შევძელი, ეს დღე ჩემ ცხოვრებაში საუკეთესოა და არასდროს დამავიწყდება."

"მადრიდის "რეალმა" ჩემპიონთა ლიგის ნანატრი მეათე თასი მოიგო, ეს მართლაც დიდებულია."

"წარსულში დიდი გამოცდილება მივიღე, რამაც "ბლანკოსში" თამაშის საშუალება მომცა. ვფიქრობ, ეს სეზონი ჩემთვის ნამდვილად არ იყო ურიგო, მომდევნო წლებში კი აუცილებლად დავიხვეწები და კლუბისთვის მნიშვნელოვანი გავხდები."

"სამეფო კლუბმა საკუთარი ფეხბურთი ითამაშა, თუმცა ეს დამატებით დროზე ითქმის, გამარჯვება დამსახურებულად მოვიპოვეთ და თასის მფლობელები გავხდით." dle 10.1

  • Hala
  • 25 მაი 2014
  • 5212
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)