კასილასი : "ეს თასი მუნდიალზე მნიშვნელოვანია"

იკერ კასილასის განცხადებით, "ლა დესიმა" მისთვის მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაზე ღირებული იყო...


"ეს არის უფრო მეტი და მნიშვნელოვანი, ვიდრე მსოფლიო ჩემპიონატი. ჩვენ ნაკრები არც ამჟამად აპირებს უკან დახევას და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, თუმცა აქ წაგება ძალიან დამთრგუნავდა."

"ჩვენ დავამრგვალეთ და მეათე თასი ავიღეთ, ნამდვილად შთამბეჭდავი ციფრია, მადრიდის "რეალმა" საკუთარი რეკორდი კიდევ უფრო გააუმჯობესა."

"მინდა თითოეულ გულშემატკივარს მოვულოცო, რომელიც "და ლუჟ"-ზე მოვიდა და სამეფო კლუბს მხარდაჭერა გამოუცხადა, ეს დიდებული იყო."

"თავიდან მათ მეტი შანსი ჰქონდათ, მაგრამ მეორე ნახევრის ბოლო წუთებში არაერთი მომენტი შევქმენით, საბედნიეროდ სერხიო რამოსმა ბოლო წამზე გოლის გატანა მოახერხა და თამაში დამატებით დროში გადავიდა, სადაც ნამდვილად ძალიან კარგად ვითამაშეთ და მეტოქეს კიდევ 3 უპასუხო გოლი გავუტანეთ."

"ეს იყო სამართლიანი შედეგი, ისინი თავს იცავდნენ და ბოლო წუთებში ყველაფერს აკეთებდნენ დროის გასაყვანად, მაგრამ ჩვენ მათ არ ვაცადეთ და კარის აღება მოვახერხეთ."

"უდიდეს წარმატებას მივაღწიეთ და ეს მთელი გუნდისა და მწვრთნელის დამსახურება გახლავთ, იმედია ხალხს ყოველთვის ემახსოვრება ლისაბონის ფინალი და ჩვენი ბრწყინვალე გამარჯვება, ეს არის ისტორიული ტრიუმფი." dle 10.1

  • Hala
  • 25 მაი 2014
  • 11240
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)