ხორხე ვალდანო RealMadrid.Com-თან

ხორხე ვალდანო RealMadrid.Com-თან


მოთამაშე , მწვრთნელი, სპორტული დირექტორი და ეხლა გენერალური დირექტორი ესაა მთლიანობაში ხორხე ვალდანოს გამოცდილება


კეთილი იყოს თქვენი მადრიდის რეალში მობრძანება

ძალიან დიდი მადლობა. მე დავბრუნდი მადრიდის რეალში 25 წლიანი განშორების შემდეგ(აქ იგულისხმება მისი მადრიდში პირველად გამოჩენიდან გასული წლები). ამ ხნის განმავლობაში კლუბში სხვადასხვა ადგილზე ვმუშაობდი, რომელთაგან თითოეულ მათგანს მე დიდი სიამაყით აღსავსე ვიხსენებ. ეხლა დროა, რომ ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ყველაფერ, დიდი ცვლილებების დროა. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან აღელვებული და აღფრთოვანებული ვარ.

ეს თქვენი მეოთხე პოზიციაა მადრიდის რეალის რიგებში, თქვენ იყავით ფეხბურთელი, მწვრთნელი , სპორტული დირექტორი და ეხლა კი გენერალური დირექტორი, თქვენი აზრით ბოლო პოსტი, რით განსხვავდება სხვებისაგან?

ეს პოსტი ინსტიტუციონალურად უფრო მნიშვნელოვანია. პარდესას ევალება კლუბის სპორტული საკითხების კურირება და მეც ვაპირებ მისთვის დახმარების ხელის გაწვდას, მაგრამ ჩემი პოსტი უფრო ინსტიტუციონალურია .

რამ გადაგაწყვეტინათ , რომ დათანხმებოდით ფლორენტინო პერესთან ხელახლა თანამშრომლობას?

ძნელია მადრიდის რეალს უთხრა არა და ამასთანავე ყველამ იცის, რომ მე და ფლორენტინოს შესანიშნავი მეგობრობა და ურთიერთპატივისცემა გვაკავშირებს. ვყოფილიყავი კლუბში დიდი ცვლილებების განხორციელების ერთ-ერთი მონაწილე, ეს ჩემთვის საკმაოდ მიმზიდველად ჟღერდა.

თქვენი პირველი გადაწყვეტილება იყო ის, რომ თქვენ კლუბის სპორტულ დირექტორად წამოაყენეთ პარდესას კანდიდატურა.

ჩვენ მიგელ პარდესა -კლუბის სპორტულ დირექტორად, ხოლო პელეგრინი კი მადრიდის რეალის მთავარ მწვრთნელად დავასახელეთ. ალბათ გაგიკვირდებათ, რომ ჩვენ მუშაობა გეგმაზე 14 დღით ადრე დავიწყეთ.

რატომ მაინცდამაინც პარდესა?

მიგელი ნამდვილი მადრიდის რეალის კაცია. ის პირველად 14 წლის ასაკში ჩამოვიდა და დატოვა აქაურობა ექვსი წლის შემდეგ. მან იცის თუ რას გრძნობს ახალგაზრდა ფეხბურთელი, როცა მიდის და ოცნებობს ფეხბურთელობაზე. ის ინტელიგენტია და აქვს ამ სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება. მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ჩვენ ბევრი სიხარული მოგვანიჭოს. ის ასევე ძალიან ლოიალურია.

როგორ დაახასიათებდით მანუელ პელეგრინს , როგორც მწვრთნელს?

ის ძალიან საინტერესო პიროვნებაა. მას ფეხბურთში განსაკუთრებული გემოვნება აქვს , რაშიც ესპანური ფეხბურთის ნებისმიერი გულშემატკივარი დამეთანხმება. მას ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და იცის, თუ როგორ შეეწყოს სხვადასხვა ქვეყნებსა და სიტუაციებს. მანუელ პელეგრინი წვრთნიდა ვილიარეალს, კლუბს რომლის თამაშიც ძირითადად აგებული იყო რიკელმეზე და მან კი მოახერხა ის, რომ კლუბი ათამაშდა, როგორც ერთი ორგანიზმი.

რა არის ის ძირითადი ღონისძიებები, რომელთა გატარებაც მოცემულ ეტაპზე აუცილებელია პრობლემების გადასაჭრელად?

ამჟამად მარტო ტრანსფერებისა და ფეხბურთელებთან კონტრაქტის გაფორმების დროა. ჟურნალ-გაზეთები ამ ზაფხულს გაივსება ცხელ-ცხელი ამბებით ტრანსფერებთან დაკავშირებით, რომელთაგანაც ზოგი სიმართლე იქნება, ზოგიც კი უბრალოდ ჭორი . ჩვენ გვსურს, რომ ეს ტრანსფერები რაც შეიძლება მალე განხორციელდეს, რათა კლუბის მთავარ მწვრთნელს ქონდეს გარკვეული დრო სამუშაოდ.


როგორ იმოქმედებს თქვენი ახალი პ0როექტები აკადემიაზე?

აკადემიას უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება და შესაბამისად მას დიდი ყურადღება მიექცევა. აკადემიასთან,სადაც ფეხბურთელების აღზრდა თამაშობს მნიშვნელოვან როლს,დაკავშირებუკლი პრობლემა არის ის, რომ რეზულტატის მიღწევა შესაძლებელი რამდენიმე თვეში/წელიწადში და არავითარ შემთხვევაში რამდენიმე დღეში. ამ მხრივ განსხვავებული სიტუაციაა პირველ კლუბში, სადაც ყველაფერი დღეებში ხდება.

თქვენი პროგრამა რა გავლენას მოახდენს საკალათბურთო განხრაზე?

ამას მნიშვნელოვანი ზეგავლენა ექნება-დადებითი მხრიც რა თქმა უნდა. ჩვენ ვაპირებთ ბიუჯეტის გაზრდა და ვეცდებით, რომ მადრიდის რეალი დავაბრუნოთ .

თქვენ აქ გითამაშიათ, მწვრთნელიც იყავით, იყავით სპორტული დირექტორიც და ეხლა თქვენ გენერალური დირექტორი ხართ, თქვენი ენთუზიაზმი ამ თანამდებობისკენ მიმავალ გზაზე არ შეცვლილა.


მეც სწორედ ასე ვფიქრობ, ეს მადრიდის რეალის დამსახურებაა , სადაც შეუძლებელია ენთუზიაზმით არ იყო სავსე. აქ ბევრ ზეწოლას განიცდი, მაგრამ თუ შენ ენერგიით და ენთუზიაზმით ხარ აღსავსე , მაშინ ადვილად შეძლებ ამ პრობლემის დაძლევას

წყარო: realmadrid.com



dle 10.1

  • shvela
  • 2 ივლისი 2009
  • 3207
  • 1

1

10 აპრილი 2018 21:08

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
Pirveli

Meore

Mesame

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)