"რეალი" VS "ატლეტიკო" - წინასამატჩო მიმოხილვა

ხვალ , თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება ჩემპიონთა ლიგის 2013/14 წლების სეზონის ფინალური დაპირისპირება "მადრიდის რეალსა" და "მადრიდის ატლეტიკოს" შორის. გთავაზობთ წინასამატჩო მიმოხილვას.


ზოგადი ინფორმაცია


თარიღი: 24/05/2014 წელი

დრო: 20:45 (19:45 ლისაბონის დროით, 22:45 თბილისის დროით)

სტადიონი: Estádio do Sport Lisboa e Benfica

ადგილმდებარეობა: ლისაბონი, პორტუგალია

გახნის თარიღი: 2003 წლის 25 თებერვალი

ტევადობა: 65 647

ჰაერის ტემპერატურა: 12°-15°

მეტოქის სრული სახელი: Club Atlético de Madrid, S.A.D.

მეტოქის ზედმეტსახელი: Los Colchoneros (The Mattressers) , Los Rojiblancos (The Red-and-Whites), Los Indios (The Indians), El Atleti (The Atleti)

დაარსების წელი: 1903 წლის 26 აპრილი

ჩემპიონატი: ლა ლიგა

პოზიცია ჩემპიონატში: 1-ლი (ჩემპიონი)


მსაჯთა ბრიგადა


მთავარი მსაჯი ბიორნ კუპერსი (NED)

დამხმარე მსაჯი: სანდერ ვან როეკელი Sander van Roekel (NED) , ერვინ ზეინსტრა (NED)

დამატებით დამხმარე მსაჯი: პოლ ვან ბოეკელი (NED) , რიჩარდ ლიესველდი (NED)

მეოთხე მსაჯი: კუნეიტ ჩაქირი (TUR)

სარეზერვო მსაჯი: ანგელო ბუნმანი (NED)

UEFA დელეგატი: კარლ-ერკი ნილსონი (SWE)

UEFA მსაჯთა დამკვირვებელი: ჰერბერტ ფანდელი (GER)

ფინალური სტადიაზე საინტერესო ინფორმაცია


• ეს "მადრიდის რეალისთვის" რიგით მე-13 ფინალია ევროთასებზე, ხოლო 2002 წლის შემდეგ კი პირველი ფინალი:

1955/56: Real Madrid CF 4-3 Stade de Reims (Parc des Princes, Paris)
1956/57: Real Madrid CF 2-0 AC Fiorentina (Santiago Bernabéu, Madrid)
1957/58: Real Madrid CF 3-2 AC Milan (Heysel Stadium, Brussels)
1958/59: Real Madrid CF 2-0 Stade de Reims (Neckarstadion, Stuttgart)
1959/60: Real Madrid CF 7-3 Eintracht Frankfurt (Hampden Park, Glasgow)
1961/62: SL Benfica 5-3 Real Madrid CF (Olympisch Stadion, Amsterdam)
1963/64: FC Internazionale Milano 3-1 Real Madrid CF (Ernst-Happel-Stadion, Vienna)
1965/66: Real Madrid CF 2-1 FK Partizan (Heysel Stadium, Brussels)
1980/81: Liverpool FC 1-0 Real Madrid CF (Parc des Princes, Paris)
1997/98: Juventus 0-1 Real Madrid CF (Amsterdam ArenA, Amsterdam)
1999/00: Real Madrid CF 3-0 Valencia CF (Stade de France, Saint-Denis)
2001/02: Bayer 04 Leverkusen 1-2 Real Madrid CF (Hampden Park, Glasgow)

• "ატლეტიკოს" ერთადერთი ევროთასების ფინალი მოდის 1973/74 წლებში, როცა ჰესელის სტადიონზე "მიუნხენის ბაიერნს" დაუპირისპირდნენ. მაშინ ლუის არაგონესის მიერ 114-ე წუთზე გატანილმა სტანდარტულმა ესპანელები დააწინაურა, მაგრამ ჰან-ჯორჯ შვარცენბეკმა ბოლო წუთზე გაათანაბრა. ხოლო ორი დღის შემდეგ კი , განმეორებით შეხვედრაში, იმავე არენაზე მიუნხენელებმა მადრიდელები 4:0 ანგარიშით დაამარცხეს.

• ტრიუმფის შემთხვევაში, "მადრიდის ატლეტიკო" იქნება 23-ე კლუბი, რომელსაც ევროპის თასი ერთხელ მაინც აქვს მოგებული, ხოლო 2012 წელს "ჩელსის" მიუნხენში ტრიუმფის შემდეგ, კი ახალი სახე ამ ტურნირზე;

• ორივე კლუბის შემადგენლობაში არიან ფეხბურთელები, რომლებსაც ნათამაშევი და მოგებული აქვთ უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი. დავიდ ვილას 2011 წელს გატანილი აქვს გოლი "მანჩესტერ იუნაიტედის" კარში, როცა უემბლიზე დაამარცხეს მანჩესტერელები 3:1, ხოლო კრიშტიანო რონალდუს კი მოსკოვში "ჩელსის" კარში აქვს გოლი გატანილი. პორტუგალიელმა მაშინ 11 მეტრიანი დარტყმა ააცილა, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედმა" მაინც მოიგო სერია 6:5. იკერ კასილასი 2000 წელს ირიცხებოდა "მადრიდის რეალის" რიგებში, ხოლო 2002 წელს კი შეცვლაზე იყო შემოსული.

• ეს "მადრიდის რეალისთვის" 25-ე უეფას ფინალია. 12 ევროპის თასის ფინალს, ემატება 1985 და 1986 წლებში უეფას თასების გამარჯვებულის ტიტული და 1971, 1983 წლებში უეფას თასების გამარჯვებულთა თასებზე მეორე ადგილი. მათ 2002 წელს უეფას სუპერ თასი აღმართეს, ხოლო 1998 და 2000 წელს კი სუპერ თასზე დამარცხდნე. მოიგეს ასევე ევროპის/სამხრეთ ამერიკის თასი 1960, 1998 და 2002 წელს, ხოლო 1966 და 2000 წელს კი დათმეს აღნიშნული ტიტული.

• "ატლეტიკოს"უეფას ევროპის ლიგა აქვს მოგებული 2010 და 2012 წელს, ხოლო ევროპის თასების გამარჯვებულთა თასი კი 1962 წელს, ისინი ანალოგიურ ტურნირზე დამარცხდნენ 1963 და 1986 წლებში. 2010 და 2012 წელს კი უეფას სუპერ თასის მფლობელები გახდნენ.

წინა შეხვედრები


• კლუბები მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ ევროსარბიელზე, 1958/59 წლების ევროპის თასის ნახევარფინალში. "მადრიდის რეალმა" სახლში 2:1 მოიგო, გექტორ რიალისა და პუშკაშის გოლებს ჩუზომ უპასუხა გოლით. "ატლეტიკომ" კი განმეორებითი შეხვედრა მოიგო ენრიკე კოლარის 43-ე წუთის გოლით.

• 1959 წელს ლა რომარედაზეც შეხვდნენ გუნდები ერთმანეთს. 13 მაისს მოედანზე შემდეგი შემადგენლობა გამოვიდა:

რეალი: დომინგესი, მიჩე, სანტამარია, ლესმესი, რუისი, ზარაგა, მატეოსი, კოპა, დი სტეფანო, პუშკაში, ხენტო;

ატლეტიკო: პაცოსი, რივილია, კალეხო, მენდიანდო, ჩუზო, კალეხა, მიგელი, აგუსტინი, ვავა, პეირო, კოლარი.

• გუნდები ერთმანეთს 194 ლიგის და ესპანეთის თასის შეხვედრაში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, აქედან 102-ჯერ "მადრიდის რეალმა" მოიგო, 46-ჯერ "ატლეტიკომ" და 46 თამაში ფრედ დასრულდა.

• მიმდინარე სეზონში "ატლეტიკოს" ლიგაზე დადებითი ბალანსი აქვს "რეალთან". კოშტამ 2013 წლის 28 სექტემბერს "სანტიაგო ბერნაბეუზე" გატანილი გოლით მოაგებინა
ატლეტიკოს", რაც მათი პირველი მოგებული შეხვედრა იყო 1999 წლის შემდეგ. 2 მარტს კარიმ ბენზემას მიერ გატანილი გოლით კალდერონზე თეთრები იგებდნენ, მაგრამ კოკესა და გაბის გოლებით მასპინძლები წინ გაიჭრნენ. 82-ე წუთზე რონალდუს გოლმა "თეთრებს" ერთუ ქულა მოუტანა.

• "რეალმა" მოიგო კოპა დელ რეის 1/2 ფინალები, პეპეს, ხესეს და ანხელ დი მარიას გოლებით 5 თებერვალს სახლში პირველი შეხვედრა მოიგეს, ხოლო რონალდუს დუბლის წყალობით კი გასვლაზე 2:0 მოუგეს თანაქალაქელებს.

• გუნდები ერთმანეთს ხუთ კოპა დელ რეის ფინალში დაუპირისპირდნენ, აქედან "ატლეტიკომ" ოთხი მოიგო. ბოლო კოპა დელ რეის ტიტულს "ატლეტიკო" წინა სეზონში დაეუფლა "მადრიდის რეალის" ძლევით. იმ მატჩში რონალდუ და გაბი მოედნიდან იქნენ გაძევებულნი, ხოლო "ატლეტიკომ" კი დაასრულა ათმატჩიანი უიღბლო სერია თანაქალაქელებთან. "ატლეტიკოს" ტრიუმფი შედგა ასევე 1960, 1961 და 1992 წლის ფინალებში, ხოლო "მადრიდის რეალმა" კი მხოლოდ ერთხელ აღმართა თანაქალაქელების წინააღმდეგ თასი 1975 წელს და ისიც თერთმეტმეტრიანი დარტყმებით;

• "ატლეტიკოს" მოგებული აქვს ექვსი, ხოლო წაგებული აქვს 2 შეხვედრა ესპანური გუნდების წინააღმდეგ;

• ორივე კლუბს მოგებული აქვს ევრო თასების ესპანური კლუბების წინააღმდეგ. "მადრიდის რეალმა" 2000 წელს ჩემპიონთა ლიგაზე დაამარხა "ვალენსია", ხოლო "ატლეტიკომ" 2012 წლის უეფას ევროპის ლიგაზე დასძლია "ატლეტიკის" წინააღმდეგობა.

• "ატლეტიკო" დაუმარცხებელია ბოლო რვა მატჩის მანძილზე ევროთასებზე ესაპანური კლუბების წინააღმდეგ (5 მოგება და 3 ფრე). "რეალს" 2001/02 წლების შემდეგ, ბოლო სამი შეხვედრიდან მოგება არ აქვს (1 წაგება და 2 ფრე), ყველა მათგანი "ბარსელონას" წინააღმდეგ.

• "ატლეტიკოს" მოგებული აქვს ცხრა და ფრედ აქვს დასრულებული სამი შეხვედრა ამს ეზონში. მას მარცხი არ ახსოვს 13 ევროთასების შეხვედრაში წინა სეზონში "რუბინთან" ევროპის ლიგაზე განცდილი დამარცხების შემდეგ;

• "მადრიდის რეალს" მოგებული აქვს ათი და ფრედ დასრულებული აქვს ერთი შეხვედრა მიმდინარე სეზონში უეფას ჩემპიონთა ლიგაზე. ერთადერთი მარცხი მოდის
დორტმუნდის ბორუსიაზე" 2:0;

• კარლო ანჩელოტის სათავეში ედგა "მილანს" 2003 და 2007 წლებში , როცა ჩემპიონები გახადა, ხოლო 2005 წელს, როცა დამარცხდა ფინალში. მას მესამე ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოგება შეუძლია ლისაბონში. მას ასევე მოგებული აქვს ორი ჩემპიონთა ლიგის ტიტული, როგორც ფეხბურთელს 1989 და 1990 წელს. მხოლოდ და მხოლოდ ბობ პაისლის ("ლივერპული" 1977, 1978, 1981) აქვს მოგებული ტიტული სამჯერ, როგორც მწვრთნელს.

• დიეგო სიმეონეს შეუძლია გახდეს მესამე არაევროპელი მწვრთნელი, რომელიც ევროთასების მოგებას შეძლებს. პირველი ორი ასევე არგენტინელები იყვნენ (ლუის კარნილია "მადრიდის რეალი" 1958/1959) და ჰელენიო ჰერერა ("მილანის ინტერი" 1964, 1965)

• "მადრიდის რეალის" თერთმეტმეტრიანების სტატუსი უეფას გათამაშებაში ასეთია: მოგება-1; წაგება-2;

1-3 v FC Bayern München, 2011/12 ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალი

3-1 v Juventus, 1986/87 ევროპის თასის მეორე რაუნდი

5-6 v FK Crvena zvezda, 1974/75 ევროპის თასების გამარჯვებულთა თასის 1/4 ფინალი;

• "ატლეტიკო" უეფას გათამაშებებში ყველა თერთმეტმეტრიან დარტყმებში დამარცხდა:

1-3 v Villarreal CF, 2004 უეფას ინტერტოტოს თასის ფინალი

1-3 v AC Fiorentina, 1989/90 უეფას თასის პირველი რაუნდი

6-7 v Derby County FC, 1974/75 უეფას თასის მეორე რაუნდი;

ფეხბურთელების/მწვრთნელებიდ დაპირისპირებები]


• ანჩელოტი და სიმეონეს გზები 1991 წლის იანვარში გადაიკვეთა, როცა "მილანმა" "პისა" 1:0 დაამარცხა;

• ფელიპე ლუისი, დიეგო, მარსელოს და კაზემიროს უთამაშიათ ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში, მაშინ როცა რონალდუს, კოენტრაუს, პეპეს და ტიაგოს ნათამაშევი აქვთ პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში. კოშტა, ვილია, ხუანფრანი, კოკე, ალონსო, ისკო, რამოსი, არბელოა და კასილასი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში თანაგუნდელები არიან;

• მორატამ ისკო, ილარამენდი, ნაჩო, კარვახალი და კოკე 2013 წლის უეფას 21 წლამდელთა ჩემპიონატში გამოდიოდნენ;

• რონალდუს 12 გოლი აქვს "ატლეტიკოს" წინააღმდეგ 13 შეხვედრაში.

• ბენზემა და ტიაგო "ლიონში" თანაგუნდელები იყვნენ 2005-2007 წლებში, მაშინ როცა გოდინი და დიეგო ლოპესი 2007-2010 წლებში "ვილიარეალში" გამოდიოდნენ ერთად.

• რამოსი "ატლეტიკოს" წინააღმდეგ ორჯერ იქნა გაძევებული: 2006 წლის 1 ოქტომბერს, როცა 1:1 დასრულდა შეხვედრა და 2009 წლის ნოემბერში , როცა "მადრიდის რეალმა" 3:2 დაამარცხა მეტოქე ლა ლიგაში;

• ინსუა, არბელოა და ალონსო "ლივერპულში" ერთად თამაშობდნენ, ხოლო პეპე და დიეგო კი "პორტოში" იყვნენ თანაგუნდელები;

• ვილას ანგარიშზე "მადრიდის რეალის" წინააღმდეგ გატანილი 9 გოლია 25 შეხვედრაში;

ინფორმაცია ტრავმიანებსასა და დისკვალიფიცირებულებზე

"რეალი" VS "ატლეტიკო" - წინასამატჩო მიმოხილვა

განმარტებები
Suspended-დისკვალიფიცირებული, Injuerd-ტრავმირებული, Doubtful-საეჭვო

ტურნირის სტატისტიკა

"რეალი" VS "ატლეტიკო" - წინასამატჩო მიმოხილვა


დაცვის ხაზის სტატისტიკა

"რეალი" VS "ატლეტიკო" - წინასამატჩო მიმოხილვა


შეტევის სტატისტიკა

"რეალი" VS "ატლეტიკო" - წინასამატჩო მიმოხილვა


გადაცემების სტატისტიკა

"რეალი" VS "ატლეტიკო" - წინასამატჩო მიმოხილვა


დისციპლინა

"რეალი" VS "ატლეტიკო" - წინასამატჩო მიმოხილვა


ტურნირის ბომბარდირები

"რეალი" VS "ატლეტიკო" - წინასამატჩო მიმოხილვა
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (203)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)