ერთი ნაბიჯი ოცნებამდე

ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ "რეალი" ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი ფავორიტი იყო, თუმცა იყვნენ ადამიანები, რომლებიც სასაცილოდ თვლიდნენ ჩვენს სიტყვებს. დღეს მინდა ასეთ ადამიანებს ვუთხრა, რომ ჩვენ გავიბარჯვეთ, ისინი კი დამარცხდნენ.


არაფერი შეედრება იმ ოცნებას, რომელის "დესიმას" სახელს ატარებს. ვერაფერი მივა იმ მაგიურ გრძნობამდე, რომელსაც ახდენილი ნატვრა ჰქვია და ბოლოს, არაფერი იქნება ისეთი ტკბილი და ჯადოსნური, როგორიც მეათის ჰაერში აღმართვა.

წლებია "რეალს" ვქომაგობ, მიხარია მისი წარმატება, გულს მტკენს ყოველი მარცხი, განვიცდი თითოეული წუთის თითოეულ წამს და მიუხედავად ყოველივე ამისა, ჯერ არასდროს არ მიგრძვნია, თუ რას ნიშნავს ლიგის მოგება და იმ მომენტში განცდილი სიხარული. არა ერთ მეგობარს უთქვამს, რომ არაფერი შეედრება ჩემპიონთა ლიგას და ტიტულს, რომელიც ფინალში გამარჯვების შემდეგ გენიჭება. აქამდე, მხოლოდ წარმოსახვით დამინახავს ჩემს წინ მდგარი კასილასი და ჰაერში აპყრობილი ლიგის თასი, თითოეული ფეხბურთელის სახეზე გადაკრული ღიმილი და ქომაგის მიერ უსაზღვრო გრძნობით ნამღერი ჰიმნი.

2013/14 წლების სეზონი საკმაოდ საინტერესო გამოდგა ჩვენთვის. მიუხედავად განცდილი არა ერთი მარცხისა, გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და ყველაფერი გააკეთა პირველობისთვის, თუმცა ხანდახან ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვსურს და შესაბამისად, შედეგიც მოსალოდნელია. დიახ, ჩვენ ვერ მოვახერხეთ გავმხდარიყავით ესპანეთის ჩემპიონები, მიუხედავად იმისა, რომ არა ერთი შანსი გვქონდა საბოლოოდ დაგვესვა წერტილი ყველაფრისთვის, თუმცა ჩვენ შევძელით ის, რაც ბევრ თქვენგანს ოცნებად დარჩა და ეს არის ლიგა, ჯადოსნური და მაგიური ჩემპიონატი, რომლის მოგებაც მხოლოდ რჩეულებს შეუძლიათ.

ჩვენ უდიდესი გზა გავიარეთ იქამდე, რომ ლისაბონში პირველობისთვის გვებრძოლა. მიუხედავად ყოველივე ამისა ბევრი თქვენგანი მაინც იტყვის, რომ "რეალს" ნაკლები დაბრკოლება შეხვდა ჩემპიონატში და რომ ჩვენი მოწინააღმდეგე იმსახურებს ტიტულს და არა ჩვენ, თუმცა მინდა ყველას გითხრათ, რომ ეს ასე არ არის, ფინალში შემთხვევით არავინ ხვდება. როგორც ზემოთ აღვნიშნე აქ თამაში მხოლოდ რჩეულებს შეუძლიათ და ჩვენ ერთ-ერთი მათგანი ვართ. მთელი სეზონის განმავლობაში გუნდი დაუზოგავად იბრძოდა და ყველაფერს აკეტებდა, რათა ნანატრ ლიგას მიახლოებოდა და ფინალში მეტოქესთვის თვალები გაესწორებინა.

"ერთი ნაბიჯი ოცნებამდე" - სწორედ ამ სახელს დავარქმევდი "რეალის" ჩ/ლიგაზე ასპარეზობას. როგორც იქნა მოგვეცა შანსი, რომ 12 წლიან ნატვრას წერტილი დავსუვათ და რეალობად ვაქციოთ ის. დარწმუნებული ვარ, გუნდი ხვალ ყველაფერს გააკეთებს მოსაგებად და თავს დადებს მოედანზე ტიტულის მოსაპოვებლად.

ფინალში ფავორიტები არ არსებობენ, ორივე გუნდს თანაბარი შანსი აქვს გამარჯვებისა, სწორედ ამიტომ ვიმედოვნოთ, რომ ხვალ ჩვენი დღე იქნება და თამაშის დასრულების შემდეგ დავინახავთ იკერ კასილასსა და დესიმას, რომლითაც დასრულდება თორმეტწლიანი ლოდინი. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (320)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)