Real Madrid Team Of The Decade 2000-2010

ინგლისურ სათაურზე იმედია არ მიწყენთ. უკვე თითქმის ათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ახალი საუკუნე დაიწყო, მართალია ჯერ მარტო ათი წელი, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ბერვრი რამე მოხდა, ბევრი რამე შეიცვალა-ზოგი რამ ცუდისკენ, ზოგიც-კარგისკენ. ათი წელი , შეიძლება ცოტა მოგეჩვენოთ , მართლაც რომ ცოტაა იმ კლუბისთვის, რომელიც უკვე დასახელდა მე-20 საუკუნის კლუბად. კლუბისთვის, რომლის რეკორდების და ტიტულების მიღწევას ბევრი ცდილობს,ზოგი ახერხებს, ზოგიც-ვერა, კლუბისთვის, რომელსაც ადარებენ ყველა წარმატებულ კლუბებს.


მაინც რა მოხდა ამ ათი წლის განმავლობაში ? მოხდა ის, რომ მადრიდის რეალმა მოიგო ორი ჩემპიონთა ლიგა, 4 ლიგის ტიტული, სამი სუპერკოპა, ერთი ინტერკონტინენტალის თასი, და ევროპის სუპერ თასი. ბევრი იტყვის, რომ ეს ჩავარდნაა , მაგრამ არის თუ არა ასე სინამდვილეში? ჩემთვის კი , ჩავარდნაა ის, რომ კლუბი უკვე ხუთი წელია, რაც მერვედფინალს ვერ ცდება, უკვე შვიდი წელია, რაც ჩემპიონთა ლიგაში სერიოზული წარმატებისთვის არ მიუღწევია. სხვა რომ იყოს, არც მოვკითხავდით, მაგრამ ეს მადრიდის რეალია და არა რომელიმე "სხვა" კლუბი, რომელიც ხუთ წელიწადში ერთხელ გამობრწყინდება ხოლმე.

იყო გალაქტიკო, იყო წარმატებებისა და აღმასვლის სამი წელი, მაგრამ ეგეც , როგორც ჩვენში იტყვიან, "გავიდა გაღმა მხარეს", თან ისე გავიდა, რომ უკან დასაბრუნებელი გზაც, მოიჭრა. ვერ დაუბრუნდა მადრიდის რეალი ჩვეულ სტილს უკვე შვიდი წელია, ვერ აჩვენებს რეალი რეალურ თამაშს. რა ხდება ამ დროს? ყველაზე საზიზღარი რამ , რაც კი შეიძლება მოხდეს, გულშემატკივრები ნელ-ნელა მიეჩვივნენ წარსულით ცხოვრებას, მიეჩვივნენ ისეთი სიტყვების "ხმარებას" როგორიცაა: "იყო დრო, როცა", "გაიხსენეთ რა მოხდა 10,20 და ა.შ. წლის წინათ", "რა დრო იყო" და სხვ. ამაზრზენია. ამაზრზენია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ასე მომავლის რწმენა დაკარგულები იქცევიან, ეს იგივეა , რაც "წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდა"-ო. არ მინდა მეც მათ რიგში ვიყო, მაგრამ რას ვიზამთ, როცა დღევანდელობაზე არაფერია დასაწერი, მოდი გადავხედოთ წარსულს. ვცადოთ და შევადგინოთ ათწლეულის კლუბი.

სათამაშო ფორმატი: [b]4-4-2

იკერ კასილასი (1999-) - გმირი,ლიდერი, საუკეთესო, უბრალოდ "წმინდა იკერი"


მართლაც რომ კლუბის საუკეთესო და ერთ-ერთ ღირშესანიშნავი ფეხბურთელი, ადამიანი, რომელსაც უკვე უწოდეს "წმინდა იკერი", გოლკიპერი, რომელის კლუბის გვერდში იყო მუდამ , მიუხედავად თავისი ახალგაზრდა ასაკისა, მეკარე, რომელიც ბევრს აოცებდა და აოცებს კიდეც, საკუთარი თავდადებითა და შრომით , პირველ რიგში კი საკუთარი კარგი თამაშით, კიპერი, რომელიც უდაოდ შევა , როგორც მადრიდის რეალის, ასევე ესპანეთის ეროვნული ნაკრების ისტორიაში და რომელიც აუცილებლად დაიკავებს ადგილს ლეგენდების გვერდით. ის ყოველთვის საუკეთესო იყო მოედანზე, მიუხედავად მარცხისა, მას ყოფნიდა იმის ვაჟკაცობა, რომ ცრემლით გამოეხატა მოედანზე კლუბის ცუდი თამაშის ყურებით დაგროვილი ემოციები, მეკარე, რომლის იმედი კლუბის ფანებს ნებისმიერ სიტუაციაში ქონდათ და ექნებათ კიდეც, ფეხბურთელი, რომელმაც ახალგაზრდობისას იტვირთა ლიდერის როლი და შესანიშნავად ართმევს მას თავს - აი რატომ უყვართ მადრიდისტებს იკერ კასილასი , აი რატომ სცემენ მას პატივს.

Real Madrid Team Of The Decade 2000-2010

მიჩელ სალგადო (1999-)

მიუხედავად იმისა, რომ წლების მატებასთან ერთად, ეს ფეხბურთელია რ აჩვენებს კარგ თამაშს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის წლების განმავლობაში იყო მადრიდის რეალის საუკეთესო მარჯვენა უკანა მცველი, ის ასევე ითვლებოდა გალაქტიკოს ერთ-ერთ წევრად. იგი გადმოიყვანეს სელტადან 23 წლის ასაკში 11 მლნ. ევროდ, შვიდი წლის განმავლობაში სალგადო აკონტროლებდა საკუთარ ფლანგს, მაგრამ წლები მაინც თავისას შვება და მასაც დაეტყო. შეიძლება მის გულს დარჩენა უნდოდეს, მაგრამ გონება მას აუცილებლად უკარნახებს, რომ მის მადრიდის რეალურ კარიერას ნელ-ნელა წერტილი ესმევა.

Real Madrid Team Of The Decade 2000-2010


სერხიო რამოსი (2005-)

სერხიო რამოსი ფლორენტინო პერესის გალაქტიკოს ერის ერთ-ერთი საუკეთესო მოგონებაა. მიუხედავად იმისა, რომ იგი ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო , როცა კლუბში გადმოიყვანეს და ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური ადგილი ჩააბარეს, მან მოახერხა და საკუთარი ადგილი დაიკავა, როგორც ბლანკოსების, ასევე ესპანეთის ეროვნული ნაკრების რიგებში , ორი ლიგის ტიტული - ესაა დღეის მდგომარეობით რამოსის მონაგარი, მაგრამ მას ჯერ კიდევ ყველაფერი წინ აქვს.

Real Madrid Team Of The Decade 2000-2010


ფერნანდო იერო (1989-2003)

მართალია, ამ ფეხბურთელმა ბოლო ათწლეულში მხოლოდ სამი წელი ითამაშა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მას შემცვლელიც გამოუჩნდა , მის თოთხმეტწლიან კარიერას და მის თამაშს ვერავინ ვერ დაივიწყებს. ვერავინ ვერ დაივიწყებს მის მიერ განვლილ გზას მადრიდის რეალში. ის იყო ადამიანი, რომელიც თოთხემტი წლის განმავლობაში იყო კლუბის მამოძრავებელი ძალა, კლუბის ბურჯი დაცვაში , თანაგუნდელების იმედი და უბრალოდ მადრიდის რეალის ცოცხალი ლეგენდა, მგონი ამაში არავინ შემედავებით. ადამიანი, რომელსაც ბევრჯერ უსამართლოდ მოექცნენ კლუბის მესვეურები, მაგრამ ის ვაჟკაცურად მოექცა კლუბს.

Real Madrid Team Of The Decade 2000-2010


რობერტო კარლოსი (1996-2007)


მალდინი ერთი საქმეა, რობერტო კარლოსი კი მეორე, ეს ორი ადამიანი ათწლეულის მსოფლიო კლუბში აუცილებლად შევლენ. რობერტო კარლოსი-გამორჩეული სისწრაფე, გამორჩეული სიძლიერე დარტყმისას და ყველაფერი ის, რაც მას მის პოზიციაზე საუკეთესოს ხდიდა, ის თამაშობდა კარგად მაშინაც , როცა კლუბს უჭირდა და მაშინაც, როცა კლუბს ულხინდა. იგი წავიდა კლუბიდან რამონ კალდერონის მოსვლის შემდეგ. წავიდა , მაგრამ მისი შემცვლელი მაინც ვერ მოინახა კლუბში.

Real Madrid Team Of The Decade 2000-2010


დევიდ ბეკჰემი (2003-2007)

Real Madrid Team Of The Decade 2000-2010


კლოდ მაკელელე (2000-2003)


სამი წლის განმავლობაში მაკელელემ მადრიდის რეალის ნახევარდაცვისთვის გააკეთა ის, რაც ვერ მოახერხა მის შემდეგ მოსულმა ვერც ერთმა ფეხბურთელმა. ის ერთდროულად აკონტროლებდა, როგორც მადრიდის რეალის ნახევარდაცვას, ასევე თავდაცვასაც. ის ისე კარგად თამაშობდა, რომ იმ პოზიციას, მაკელელეს პოზიციას ეძახდნენ. მისი დამსახურება იყო ის, რომ კლუბმა იმ წლებში სხვადასხვა ტიტულები მოიგო.

Real Madrid Team Of The Decade 2000-2010


ზინედინ ზიდანი (2001-2006)

მე არ ვიცი , რა უნდა დავწერო ამ ფეხბურთელზე ისეთი,რაც არ დაწერილა, ამიტომ თავს შევიკავებ და უბრალოდ ვიტყვი, რომ ის იყო "მაესტრო ზიზუ"

Real Madrid Team Of The Decade 2000-2010


ფიგუ (2000-2005)

Real Madrid Team Of The Decade 2000-2010


რონალდო (2002-2007)

Real Madrid Team Of The Decade 2000-2010


რაული (1994-)

Real Madrid Team Of The Decade 2000-2010




Casillas

Salgado Sergio Ramos Hierro Roberto Carlos

Beckham Makelele Zidane Figo

Ronaldo Raul


წყარო: goal.com
dle 10.1

  • shvela
  • 13 ივლისი 2009
  • 5056
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)