„რეალმა“ „ბარსა“ შეარცხვინა და ფინალის საგზური მოიპოვა

სამეფო კლუბის საკალათბურთო გუნდიც, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალშია.


მადრიდის „რეალის“ კალათბურთელებმა ზედიზედ მეორედ ევროლიგის ფინალის საგზური მოიპოვეს.სასწაულ კონდიციებში მყოფ ლასოს შეგირდებს, ვერც კატალონიელებმა შეუშალეს ხელი.სპეციალისტები დაძაბულ და უფავორიტო ნახევარფინალური ჭიდილის მოლოდინში იყვნენ, თუმცა ამაოდ.

თავდაპირველად, კატალონიელების უპირატესობით დაიწყო თამაში და მსაჯის სასტარტო სასტვენიდან რამდენიმე წუთში, მცირე გაქცევაც მოაწყვეს, მაგრამ სერხიო როდრიგესის პარკეტზე გამოჩენამ ყველაფერი შეცვალა.საერთო სურათიდან გამომდინარე, „კულეებმა“ მხოლოდ საწყის 10 წუთში მოახერხეს წინააღმდეგობის გაწევა (20-20), ხოლო დანარჩენ მეოთხედებში (შესაბამისად, 17-25, 11-28, 14-27), უფერული ასპარეზობით გამოიჩინეს თავი და მათმა ქომაგებმა თავდაწეულნი დატოვეს მილანში მდებარე სპორტული კომპლექსი.

საბოლოოდ, მადრიდელებმა არც მეტი არც ნაკლები, 38 ქულიანი სხვაობით გაანადგურეს ყველაზე პრინციპული მოწინააღდეგე - 62:100, რაც ალბათ, ერთ-ერთი ნაყოფიერი ჰანდიკაპია ტურნირის ისტორიაში.

ფინალური შეხვედრაში, რომელიც 18 მაისს შედგება, მადრიდელები „მაკაბის“ შეერკინებიან.ამ უკანასკნელმა მოსკოვის „ცსკ“ გამოთიშა „ოთხთა ფინალიდან.“


მადრიდელთა მონაგარი: რუდი ფერნანდესი (12), ფელიპე რეიესი (11), ნიკოლა მიროტიჩი (19), სერხიო როდრიგესი (21), ჯეისი კეროლი (7), ტრემელ დარდენი (6), სერხიო ლული (11), ბურუსისი (7), მარკუს სლოტერი (4) და სალა მეხრი (2).


dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ჟერარი 5
2 ბენზემა 4
3 ლორენი 3
4 ბეილი 2

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 0 0 0 0 0
2 პსჟ 0 0 0 0 0
3 გალათასარაი 0 0 0 0 0
4 ბრიუგე 0 0 0 0 0

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

დღევანდელი „რეალის“ საუკეთესო ფეხბურთელია ...

რამოსი
მარსელო
ბენზემა
კროოსი
მოდრიჩი
აზარი
ბეილი
კაზემირო



მთვლელები

საიტის არქივი:

სექტემბერი 2019 (244)
აგვისტო 2019 (421)
ივლისი 2019 (555)
ივნისი 2019 (460)
მაისი 2019 (366)
აპრილი 2019 (331)