ხედირა „ჩელსისთან“ ახლოსაა, „ინტერს“ ბენზემაც მოუნდა

ზაფხულის მოახლოვებასთან ერთად, გამოცემების ფურცლებზე სულ უფრო ხშირდება სატრანფერო სიახლეები.


მოურინიოს „ჩელსი“ ახლოს არის ხედირას გადაბირებასთან - წერს ბრიტანული Dailystar-ი.ლონდონელებმა უკვე 43 მლნ. ევრო გადადეს გერმანელისათვის და მუნდიალის დასრულებისთანავე მიმართავენ ოფიციალურ მადრიდს.

როგორც ინგლისში ამბობენ, „განსაკუთრებული“ უკმაყოფილია ზამთარში შეძენილი ნემანია მატიჩის გარჯით და მსოფლიო დონის ნახევარდაცვის შესაქმნელად, სწორედ ბუნდეს ნაკრების წევრი სჭირდება, რომელმაც ახლახან მოირჩინა მძიმე ტრავმა.

ახალი ინფორმაციები მოდის იტალიიდანაც, სადაც „ტუტოსპორტის“ ცნობით, „ინტერის“ ინდონეზიელ მესვეურს მადა გაეხსნა და „რეალთან“ კარგი ურთიერთობის პირობებში, ნაყოფიერი სატრანფერო პოლიტიკის გატარებას გეგმავს.მორატასა და კაზემიროს პარალელურად, ტოჰირს ბენზემას ხილვაც სურს მილანურ გრანდში და ამისათვის 30 მლნ. ევროს გადახდასაც არ მოერიდება. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)