კასილასი მადრიდის რეალზე

მადრიდის რეალის კიპერმა ფანებს მოთმინებისკენ მოუწოდა


მას შემდეგ რაც ფლორენტინო პერესი დაბრუნდა მადრიდის რეალის პრეზიდენტად , კლუბმა უკვე 200 მლნ. ევროზე მეტი დახარჯა ტრანსფერებში. კლუბის გულშემატკივრები კიდევ ელიან რამოდენიმე მაღალი კლასის ტრანსფერების გაჩარხვას და მიიჩნევენ, რომ ეს წელი მადრიდის რეალის იქნება. იკერ კასილასი გაგებით ეკიდება ფანების იმედებს , მაგრამ მათ მოთმინებისკენ და საღი გონებით აზროვნებისკენ მოუწოდებს:
"ჩვენ არ შეგვიძლია არაფრიდან უცბად ყველაფერში გადავიდეთ, ასე არაა? ჩვენ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალს 5 წელია უკვე რაც ვერ გავცდით, რა თქმა უნდა ჩვენი მაქსიმუმი იქნება ლიგის ფინალში თამაში, მაგრამ ჩვენ არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ მოვიგებს ყველაფერს ერთ ღამეში. სიტუაცია ისეთივეა, როგორც ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში იყო, მთავარია გავცდეთ მერვედფინალს და დანარჩენი წარმატებები ნელ-ნელა მოვა. "


ესპანეთის გოლკიპერმა ისაუბრა ასევე ბარსელონაზე:

"მათი თამაში შენს სიამაყეს ცოტა არ იყოს "შეურაცხყოფას" აყენებს და შენ ამბობ:-"რა სირცხვილია , მათ ტრიპლეტი შეასრულეს"-და რატომ არ შეუძლია მადრიდის რეალს ანალოგიურის გაკეთება? მე მიმაჩნია, რომ მომდევნო სეზონში სამივე ჩემპიონატი მადრიდის რეალისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება"


კასილასმა ასევე გააკეთა კომენტარი რონალდუსა და კაკას ტრანსფერზე:

"კაკას შემთხვევაში, თავისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ის ბევრისთვის ნამდვილი ეტალონია. რონალდუს საუცხოო ფეხბურთელია"

მან ასევე აღნიშნა, რომ ბევრი ფულის დახარჯვა დღესდღეობით არ უნდა იყოს გასაკვირი:

"9 წლის წინ ჩვენ ასევე ბევრი დავხარჯეთ ფიგუში, არაფერი საგანგაშო არ ხდება, მიმაჩნია, რომ რონალდუ საუკეთესო ფეხბურთელია და ის მადრიდის რეალისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურა გახდება , ჩვენ მოხარულნი ვართ მისი გადმოსვლით."

კასილასმა ასევე განაცხადა, რომ ის არ აპირებს სანტიაგო ბერნაბეუს დატოვებას:

"მე კლუბთან კონტრაქტი 2017 წლამდე მაკავშირებს და მის ბოლომდე შესრულებას ვაპირებ. მე კლუბთან 9 წლის ასაკიდან ვარ, სიმართლე იმაშია, რომ ჩემი მადრიდიდან წაყვანა ძალიან ძნელი იქნებამანამ სანამ , კლუბში ისეთი ვინმე არ მოვა , ვისაც მე არ მოვწონვარ"


წყარო: goal.com
dle 10.1

  • shvela
  • 13 ივლისი 2009
  • 2152
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (323)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)