პელეგრინი:"ჩვენ ჩვენს გზას მივყვებით"

მანუელ პელეგრინი ჟურნალისტებს ესაუბრა, სადაც მან გუნდის შესაძლებობებზე ისაუბრა "ალმერიასთან" მატჩში და მთელს სეზონში...


ალბათ გუნდი გააგრძელებს კარგი თამაშის ჩვენებას "ალმერიასთან" შეხვედრაშიც...

დიდი იმედი მაქვს. სეზონი გრძელია, მთელი ეს დრო ნაყოფიერად უნდა გამოვიყენოთ, ანუ მეტად შევთამაშდეთ და გარკვეულ წარმატებას მივაღწიოთ. გასულ სუპერ კლასიკოში განსხვავებული თამაში შევთავაზეთ გულშემატკივარს, იმ შეხვედრაში განსაკუთრებით ბევრი ფანტაზიით გამოირჩეოდნენ მადრიდისტები. კარგი თამაში, მაგრამ ცუდი რეზულტატი. ეს არის ის საკითხი, რაზეც სეზონის დასაწყისში ბევრს ვსაუბრობდით, თავიდან გვქონდა შედეგი, მაგრამ თამაშის ცუდი ხარისხი, ახლა კი პირიქით მოგვივიდა... "ბარსელონას" ტოლსწორად ვეთამაშეთ და გამარჯვების შანსებიც გვქონდა, მაგრამ შექმნილი მომენტები ვერ გამოვიყენეთ. ძალიან ძლიერი კონკურენტი გვყავს, მაგრამ მათი დამარცხება შეიძლება, ამაში გასულ კლასიკოშიც დავრწმუნდით.

კრიშტიანო როგორ ფიზიკურ კონდიციებშია?

ის პრობლემების გარეშე ვარჯიშობს და ნელ–ნელა უბრუნდება ძველ ფორმას. ყველამ კარგად იცის, თუ რამხელა ძალაა ის ჩვენთვის, მისი დაბრუნება კი უზომო სიხარული...

მადრიდის "რეალს" არ უმართლებს. რონალდო გამოკეთდა, მაგრამ ახლა კაკა დაშავდა...

ჩვენთვის ორივე ფეხბურთელი ძალიან მნიშვნელოვანია, იმედი მაქვს რიკიც მალე დაგვიბრუნდება. გუნდი ძალიან მოტივირებულია. ჩვენ შევეჩვიეთ რონალდოს გარეშე თამაშს, ახლა კი მოგვიწევს კაკას გარეშეც გავიდეთ მოედანზე. ბრაზილიელი შესანიშნავი მოთამაშე და ადამიანია, ძალიან მინდა, რომ მალე გამოჯანმრთელდეს.

გუნდმა კამპ ნოუზე განსხავებულად რა გააკეთა?

მე არ ვფიქრობ, რომ ყველაფერი იდეალური იყო, მარცხს გამარჯვება ჯობს, მაგრამ მინდა გამოვყო მადრიდისტების მონდომება და დიდი მოტივაცია, ეს ფანებმაც შესანიშნავად იგრძნეს. შვიდ თამაშში 20 გოლი გავიტანეთ, ეს ადვილი საქმე არ გახლავთ... ყველა შეხვედრაში ვუმატებთ თამაშის ხარისხს. ჩვენ ბრწყინვალედ ვითამაშეთ "ატლეტიკოსთან", კიდევ უფრო კარგად "ბარსელონასთან", ვდომინირებდით "მილანთან", მაგრამ ეს იყო მხოლოდ პირველ ნახევარში, ეს თამაშები მეორე ტაიმში დავთმეთ... სწორედ ეს არის ჩვენში ყველაზე დიდი ლაფსუსი. არც ერთი მატჩის მოგება არ არის ადვილი, ყველა მოწინააღმდეგე ღირსეული და მებრძოლია...

თვენს მიერ გაწეული სამუშაოები აშკარად იგრძნობა...

ბევრ შეხვედრაში მოვიპოვეთ გამარჯვება და სანახაობრივ ფეხბურთსაც ვაჩვენებთ გულშემატკივარს, მაგრამ ჩვენს თამაშში დეფექტები მაინც შეიმჩნევა და იმედია ესეც ახლო მომავალში გამოსწორდება.

გრანერო რა მდგომარეობაშია?


წინ მთელი წელი და კალენდარი გვაქვს. ყველა გასულ შეხვედრაში მან მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ვერ ითამაშა კატალონიაში, ეს არ უნდა იყოს დიდი პრობლემა... მან სეზონის პირველი კვირები კარგად ჩაატარა, მაგრამ ჩააგდო მეორე ნაწილი, ამიტომაც აღმოჩნდა შემადგენლობის მიღმა. მას ძალიან დიდი როლი აქვს მინიჭებული სამეფო კლუბში, თუ ის მოუმატებს, აუცილებლად იქნება ძირითადში.

და გაგოს რა ელის?

ის ტრავმირებული გახლდათ, არ დავმალავ, მისმა მონდომებამ "მასელთან", ძალიან მომხიბლა, იგი თუ ასე გააგრძელებს– წარმატების გზა ფართოდ გაეხსნება. არგენტინელიც საკმაოდ მნიშვნელოვანი ფიგურაა "ბლანკოსში", ნამდვილად მეწყინება, თუ ის ამ ზამთრის სატრანსფერო სეზონზე დაგვტოვებს... დარწმუნებული ვარ მისი ადგილი მადრიდის "რეალში" მოიძებნება.

თავდასხმის ხაზში პრობლემები გაქვთ?

პრობლემები დაგვირგვინების ფაზაში გვაქვს, სხვა მხრივ არანაირი ლაფსუსი არ არსებობს. მადრიდისტები ვერ იყენებენ საკუთარ შანსებს, ეს კი ძალიან ცუდია, რადგან დღევანდელ ფეხბურთში ყველაფერს ერთი მომენტი წყვეტს. ნებისმიერი შანსი ნაყოფიერად უნდა მოვიხმაროთ, თორემ წინ ვერ წავალთ...

"ბარსა" უკვე ხუთი ქულით გასწრებთ...

ჩვენი ამჟამინდელი მდგომარეობით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ. ლიდერის სტატუსშიც ვიყავით, ასე რომ არაფერი დაგვიკარგავს... ყველაფერი კარგად იქნება. ლა ლიგაში უამრავი ძლიერი მეტოქე გვყავს, რომლებთანაც ჭიდილი დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული...

ბევრ მატჩში შეიმჩნეოდა, რომ იღლებოდნენ თქვენი შეგირდები თამაშის შუა ნაწილში...

საქმე ფიზიკურ ფორმაში არ არის, უბრალოდ მადრიდისტები ზედმეტად თავდაჯერებულნი არიან. კამპ ნოუზე ერთი წამით მოვეშვით, გვეგონა წაგვივიდა თამაში, მაგრამ კიდევ ერთხელ დავისაჯეთ. როგორც სხვა შეხვედრებში, ბარსელონაშიც მეორე ნახევარში დავნებდით, არ ვიცი ასე რატომ ხდება...

კაკა წამოვა მარსელში?

არ ვიცი, გააჩნია როგორ მოუშუშდება ტრავმა. წასვლამდე ერთი დღით ადრე გავესაუბრებით ექიმებს და მათი რჩევის შემდეგ გადავწყვეტ ყველაფერს...

და გუტი?

მას წამოსვლის მეტი შანსი აქვს, გუტიმ უკვე მოიშუშა დაშავებული ფეხი.

ბენზემა ასრულებს რაიმე პერსონალურ სამუშაოებს ?

მე ყველა ჩემს შეგირდს ვესაუბრე... მათ კარგად ავუხსენი, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ფიზიკური კონდიციები, იმედი ჩემს რჩევებს ნაყოფიერად გამოიყენებენ.

ხვალ იქნება მსოფლიო ჩემპიონატის კენჭისყრა. ფავორიტად ვის მიიჩნევთ?

მსოფლიოზე ფავორიტი არ არსებობს. ბევრი უძლიერესი გუნდი მონაწილეობს: იტალია, გერმანია, ბრაზილია, ინგლისი... მათგან ნებისმიერი შეიძლება გახდეს ჩემპიონი. ყველაზე მეტი შანსი კი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს აქვს, რადგან ისინი ზებუნებრივ ფეხბურთს თამაშობენ.



ინფორმაციის წყარო: Realmadrid.Com

ავტორი: Kevlisha



dle 10.1

  • kevlisha
  • 4 დეკემბერი 2009
  • 2593
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)