მსოფლიო პრესა: „მადრიდელებმა მიუნხენი წალეკეს“

„ლიანც არენაზე,“ სამეფო კლუბის ტრიუმფალურ გამოსვლას, მსოფლიოს წამყვანი ჟურნალ-გაზეთები გამოეხმაურნენ.


„ცივი შხაპი „ბაიერნს,“ ხოლო „ლა დესიმას“ შანსი „რეალს“ - ასე გამოეხმაურა მადრიდული გამოცემა Marca გუშინდელ დაპირისპირებას, რომელსაც არც თანაქალაქელი AS ჩამორჩა: „მიუნხენი იწვის, ლისაბონი გველოდება - ისტორიული ღამე „თეთრებისათვის,“ რომლებმაც ჯერ განაიარაღეს მასპინძლები, ხოლო შემდეგ მიაჭედეს.რამოსის თავურებიტთ შესრულებულმა დუბლმა შეხვედრის ბედი გადაწყვიტა, ხოლო რონალდუმ წერტილი დასვა.სტუმრები თავდაცვისა და კონტრშეტევის ნამდვილი მასტერკლასი ჩაატარეს.“


საქებარი სიტყვები არც კატალონიელებს დაუშურებიათ: „მადრიდის „რეალის“ სამოთხის კართანაა.ლისაბონის საგზურის ბედი, პირველ ტაიმშივე გაარკვიეს ანჩელოტის დამოძღვრილებმა.რამოსისა და რონალდუს ბურთებმა გვარდიოლას შეგირდები გაანეიტრალეს“ - წერს El Mundo.

ერთ-ერთმა პოპულარულმა ესპანურმა გაზეთმა ABC-მ, შემდეგი კვალიფიკაცია მისცა განვლილ დაპირისპირებას: „„მერენგებმა“ მიუნხენელები გადაბუგეს, ისინი მეათე თასისთვის იბრძოლებენ.“

თანამემულე ჟურნალისტების რისხვა დაატყდათ თავს „რეკორდმაისტერებს.“ადგილობრივი გამოცემების დღევანდელ ნომრებში, შემდეგ სათაურებს გადააწყდებოდით: „ანჩელოტი გვარდიოლას არ მოერიდა,“ „გვარდიოლას სირცხვილი,“ „ისტორიული განადგურება მადრიდელების შესრულებით.ესპანელებმა ყველა ასპექტში დაგვჩაგრეს.“

რაც შეეხებათ სხვა ჟურნალ-გაზეთებს:

Gazzeta dello Sport (იტალია): „ანჩელოტიმ გავრდიოლას აჯობა.“

The Guardian (დიდი ბრიტანეთი): „რამოსმა და რონალდუმ ფინალში გაიყავნეს გუნდი.“

The Daily Mail (დიდი ბრიტანეთი): „ესპანელი გიგანტების გამარჯვება.“

BBC (დიდი ბრიტანეთი): „გოლების წვიმა მიუნხენში.“

L'Equipe (საფრანგეთი): „„ბაიერნი“ არმდგრად მდგომარეობაში დარჩა, „რეალი“ ფინალშია.“

A Bola (პორტუგალია): „მიუნხენში მოპოვებული გამარჯვებით, ლისაბონის საგზური დაიბევეს „თეთრებმა.““

New York Times (აშშ): „მადრიდელები ფინალში გავიდნენ.“

Olé (არგენტინა): „დი მარია ფინალშა.“

O Globo (ბრაზილია): „მადრიდელებმა ურო ჩაარტყეს მიუნხენელებს.“ dle 10.1

  • Undecima
  • 30 აპრილი 2014
  • 26602
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მესი 35
2 სუარესი 27
3 რონალდუ 24
4 იაგო ასპასი 18

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 დორტმუნდი 6 4 2 0 14
2 რეალი 6 3 3 0 12
3 ლეგია 6 1 1 4 4
4 სპორტინგი 6 1 0 5 3

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

უნდა წავიდეს ხამეს როდრიგესი?

კი
არა



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2017 (431)
აპრილი 2017 (503)
მარტი 2017 (500)
თებერვალი 2017 (377)
იანვარი 2017 (387)
დეკემბერი 2016 (500)