„რეალმა“ უკვე ორი ტურნირი მოიგო?

ჩემპიონთა ლიგის მეათე თასის აღმართვა, სულ უფრო რეალური ხდება, თუმცა მოვლენებს არ უნდა გავუსწროთ და ლისაბონის ფინალს დაველოდოთ.


როგორც იცით, სეზონის დასრულებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, თუმცა სამეფო კლუბმა უკვე 2 ტიტული დაიბევა.პირველი ოფიციალური თასი, მადრიდელებმა „მესტალიაზე“ მოიგოს, როდესაც „კოპა დელ რეის“ ფინალში 2-1 ძლიეს „ბარსელონას,“ ხოლო მეორე არაოფიციალური თასი, გუშინ „ალიანც არენაზე.“

საქმე იმაში გახლავთ, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მიმდინარე გათამაშებაში, „თეთრებისა“ და გერმანული გუნდების გზები სამჯერ გადაიკვეთა.ყველაფერი მერვედფინალური სტადიიდან დაიწყო, სადაც ორი მატჩის ჯამში, ანჩელოტის დამოძღვრილებმა 9-2 გაანადგურეს „შალკე,“ შემდეგ დაძლეული იქნა „ბორუსიას“ ბარიერი 3-2, ხოლო ბოლოს, გაფარჩაკება არც მიუნხენელებს ასცდათ (5-0).

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბუნდეს ლიგის დონე საკმაოდ დაბალია და ხსენებული გერმანული გრანდები დიდად აღემატებიან დანარჩენ 15 მონაწილეს, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუნხენელებმა ვერცხლის სინა მადრიდში უნდა გამოუშვან.

მაშასადამე, ბუნდეს ლიგის 2013/14 წ.წ. სეზონის რეალურ გამარჯვებულად, სწორედ მადრიდის „რეალი“ ითვლება და არა „ბაიერნი.“

დაგვიმეგობრდით Instagram-ზე, ჩვენი პროფილის სახელია: halamadridge dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)