რონალდოს გზა რეკორდის მოხსნამდე

მინდა თქვენთან ერთად გავიხსენო ის გზა, რომელიც რონალდომ მესის რეკორდის მოსახსნელად გაიარა......


გალათასარაი 1-6 მადრიდის რეალი (3) - 17/09/13

გალათასარაი 1-6 მადრიდის რეალი (3) - 17/09/13


ყველაფერი გალათასარაისთან მატჩში დაიწყო. 2013 წლის 17 სექტემბერს მადრიდელებმა თურქეთს საკუთარ სტადიონზე მოუწყვეს ჯოჯოხეთი და 6:1 მოუგეს. აღნიშნულ შეხვედრაში უდაოდ საუკეთესო იყო რონალდო, მან ჰეთტრიკის შესრულება მოახერხა და გახსნა მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაში გატანილი გოლების ანგარიში. ამ მატჩში აღსანიშნავია რონის მესამე გოლი, რომელიც ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე რამდენიმე მეტოქის მოტყუების შემდეგ გაიტანა.

რეალი 4-0 კოპენჰაგენი (2) - 02/10/13

რეალი 4-0 კოპენჰაგენი (2) - 02/10/13


დანიური გუნდის მცველებმა რონალდოს შეჩერება რომ ვერ შეძლეს, გასაკვირი არც არის. რონიმ ამ შეხვედრაში ორი გოლი იკმარა.

მადრიდის რეალი 2-1 იუვენტუსი (2) - 23/10/13

მადრიდის რეალი 2-1 იუვენტუსი (2) - 23/10/13


სამეფო კლუბმა იუვენტუსთან საკუთარ მოედანზე რონალდოს დუბლის წყალობით მოიპოვა გამარჯვება. იტალიელი მცველების მცდელობის მიუხედავად პორტუგალიელმა ორი გოლის გატანა მაინც მოახერხა.

იუვენტუსი 2-2 მადრიდის რეალი (1) - 05/11/13

იუვენტუსი 2-2 მადრიდის რეალი (1) - 05/11/13


განმეორებით შეხვედრაში რონალდომ გუნდი მარცხისგან იხსნა. მართალია ერთი გოლი გაიტანა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი, ამ გოლმა დიდი როლი ითამაშა იუვენტუსის ჩემპიონთა ლიგიდან ევროპის ლიგაზე გადანაცვლებაში.

კოპენჰაგენი 0-2 მადრიდის რეალი (1) - 10/12/13

კოპენჰაგენი 0-2  მადრიდის რეალი (1) - 10/12/13


კოპენჰაგენთან გასვლით მატჩში რონალდომ მორიგი გოლის გატანა მოახერხა და გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.

შალკე 1-6 მადრიდის რეალი (2) - 26/02/14

შალკე 1-6 მადრიდის რეალი (2) - 26/02/14


მადრიდის რეალი მერვედ ფინალში შალკეს დაუპირისპირდა და გერმანიაშივე გადაწყვიტა ორ მატჩიანი დუელის გოლი. თეთრებმა გელზენკინხენელებს 6 გოლი გაუტანეს აქედან 2 რონიმ ჩაიწერა აქტივში.

მადრიდის რეალი 3-1 შალკე (2) - 18/03/14

მადრიდის რეალი 3-1 შალკე (2) - 18/03/14


განმეორებით მატჩში რონალდომ კიდევ ორი გოლი გაუტანა შალკეს და მერვედფინალის დასრულების შემდეგ მადრიდელთა შვიდიანს უკვე 13 გოლი ჰქონდა გატანილი.

მადრიდის რეალი 3-0 დორტმუნდი (1) - 02/04/14

მადრიდის რეალი 3-0 დორტმუნდი (1) - 02/04/14


დორტმუნდის წინააღმვდეგ რონალდომ ერთი გოლის გატანა მოახერხა და გაიმეორა მესის რეკორდი.

ბაიერნი 0-4 მადრიდის რეალი (2) - 29/04/14

ბაიერნი  0-4 მადრიდის რეალი (2) - 29/04/14


გუშინდელ შეხვედრაში კი რონალდომ საბოლოოდ დაუსვა წერტილი მესისა და ნისტელროის რეკორდს, რომელიც ერთი შეხედვით რთული გასაუმჯობესებელი იყო. მან უკვე 16 ბურთს მოუყარა თავი. წინ ფინალია, ვინც არ უნდა შეხვდეს რეალს, კრიშტიანოს აუცილებლად ექნება შანსი გააუმჯობესოს უკვე თავისივე რეკორდი.

დაგვიმეგობრდით Instagram-ზე, ჩვენი პროფილის სახელია: halamadridge dle 10.1

  • SunSay
  • 30 აპრილი 2014
  • 14510
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)