„ჯოჯოხეთში“ დამყარებული რეკორდი
კრიშტიანუ რინალდუმ უნიკალური რეკორდი დაამყარა ჩემპიონთა ლიგაზე.
„ალიანც არენაზე“ შესრულებული დუბლით, პორტუგალიელი უკვე თექვსმეტ გოლს მოითვლის მიმდინარე ლიგაზე, რასაც გათამაშების ისტორიაში ბადალი არ ჰყავს.
ამასთანავე, „ელ ფერარი“ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე, მესის გაუთანაბრდა.ამ მომენტისათვის, ორივეს ანგარიშზე 67-67 ბურთი ირიცხება და წინ მხოლოდ რაულია (71 გოლი).თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კრიშტიანუს კიდევ ერთი შეხვედრა დარჩა ჩასატარებელი ლიგაზე, შესაძლოა, წელსვე მოიტოვოს უკან არგენტინელი.
AS
დაგვიმეგობრდით Instagram-ზე, ჩვენი პროფილის სახელია: halamadridge
- 30 აპრილი 2014
- 20237
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.