ყველაფერი ან არაფერი კასილიასითვის

„წმინდა იკერი“ ძალისხმევასა და მონდომებას არ დაიშურებს, რათა მიმდინარე საკლუბო სეზონი, აპრილში არ დასრულდეს მისთვის.


გასაგები მიზეზების გამო, კაპიტანი სამეფო თასისა და ჩემპიონთა ლიგის მატჩებში იღებს მონაწილეობას.„კოპა დელ რეი“ უკვე ტრიუმფითაა დასრულებული, სადაც კასილიასმა 9 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაუშვა, ხოლო ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე, მაქსიმუმ 2 დაპირისპირებაში შეუძლია კლუბის ღირსების დაცვა.

დიდი ალბათობით, თუ ლისაბონის საგზური იქნება მოპოვებული, ანჩელოტი პრიმერაშიც დაუთმობს გარკვეულ დროს იკერს, რათა ფორმიდან არ ამოვარდეს ეს უკანასკნელი, თუმცა ჯერ ფინალამდე საშინელი 90 წუთია გასავლელი.

კარიერის განმავლობაში, მადრიდელთა სიამაყეს 6-ჯერ უასპარეზია მიუნხენში (5 მარცხი და 1 ყაიმი) და მისი კარი, 13-ჯერ აუღიათ ადგილობრივებს.ის საშუალოდ, 2.1 გოლს უშვებს „ალიანც არენაზე,“ რაც არცთუ ისე სახარბიელო მაჩვენებელია, მაგრამ ნოიერის კარის ერთხელ მაინც აიღების შემთხვევაში, დიდი არაფერი დაშავდება, თუ იკერი ცუდ ტრადიციას გაიმეორებს.

რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, კასილიასს უკვე ორჯერ მოუწია გერმანიაში ბურთების მოგერიება.გელზენკირხენშიც და დორტმუნდშიც, „წმინდა იკერმა“ ჩინებული სეივები გამაოცხო.შემდეგი გაჩერება მიუნხენია!

MARCA

დაგვიმეგობრდით Instagram-ზე, ჩვენი პროფილის სახელია: halamadridge
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)