ბენზემა déjà vu-ს კვალდაკვალ

déjà vu ფრანგული სიტყვაა და ჩვენ ენაზე, „გამეორებას“ ნიშნავს.


მადრიდელებისა და მიუნხენელების დაპირისპირების ისტორიაში, სამეფო კლუბის ფრანგ ფეხბურთელებს განსაკუთრებული ღვაწლი აქვთ, რამეთუ როდესაც „მაამალთა“ წარმომადგენელი გოლს იტანს, ან ფეერიულად თამაშობს, ესპანელები ტურნირის გარეთ ტოვებენ გერმანელებს.

14 წლის უკანაც (1999/00), ამჟამინდელი სცენარით განვითარდა მოვლენები, ანუ პირველი მატჩი საშინაო არენაზე მოუწიათ მადრიდელებს, სადაც ანელკასა და ჟერემის გოლების წყალობით, 2-0 დაამარცხეს მეტოქე.საპასუხო შეხვედრაში, მიუნხელებს არცთუ ისე ადვილი მისია ჰქონდათ შესასრულებელი.მაშინდელი „ოლიმპიაშტადიონი“ მთლაიანდ გადაწითლდა.ქომაგებმა ბრწყინვალე ატმოსფერო შეუქმნეს ფავორიტებს, რამაც თავიდანვე გაამართლა, რამეთუ უკვე მე-12 წუთზე, იანკერმა იყოჩაღა და მიუნხენელები დააწინაურა, თუმცა ტაიმის მიწურულისკენ, ანელმა ცივი შხაპი გადაასხა „რეკორდმაისტერებს“ და ტაბლოზე 1-1 დააფიქსირა.საბოლოო ჯამში, „რეალმა“ 2-1 წააგო, მაგრამ ფინალის საგზური მათ დარჩაათ (შემდეგ 3-0 „ვალენსიასთან“ და მე-8 თასი).

2 წლის შემდეგ, უკვე მეოთხედფინალებში გადაიკვეთა კლუბების გზები.საწყისი დაპირისპირება, რომელიც გერმანიაში შედგა, 2-1 მოიგეს „წითლებმა,“ ხოლო განმეორებითში 0-2 წააგეს.მართალია, მაშინ ფრანგსა ან კონკრეტულად ზიდანს გოლით არ გამოუჩენია თავი, თუმცა „ბლანკოსის“ ხუთიანმა ბრწყინვალედ იასპარეზა.


და ბოლოს, 2003/04 წ.წ. სეზონში, მერვედფინალურ სტადიაზე, ქომაგებმა კვლავ მადრიდულ-მიუნხენური ჯახი იხილეს.ოლიმპიურ არენაზე ჩატარებულ შეხვედრაში შედეგიანი ფრე დაფიქსირდა (1-1), ხოლო „სანტიაგო ბერნაბეუზე,“ ზიზუს გოლის წყალობით, მინამლური ანაგრიშით (1-0) იმარჯვეს მასპინძლებმა და ნაადრევად გამოთიშეს გერმანელები პრესტიჟული ტურნირიდან.

იბადება კითხვა, მოახერხებს თუ არა ბენზემა, თანამემამულეების გმირობების გამეორებას.პასუხს საღამოს გავიგებთ, თუმცა ის, რომ კარიმმა უკვე დაიწყო déjà vu-ს შექმნა, ამას წყალი არ გაუვა.

MARCA dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (323)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)