რუი კოშტა : "ალიანს არენაზე რონალდუს დიდი როლი აკისრია"

მანუელ რუი კოშტას განცხადებით, კარლო ანჩელოტის გუნდს ალიანს არენაზე ურთულესი დაპირისპირების გამართვა მოუწევს, სადაც კრიშტიანო რონალდუზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული...


"ანჩე ძალიან ჭკვიანი მწვრთნელია და დარწმუნებული ვარ იცის თუ როგორ დაამარცხოს მიუნხენის ბაიერნი. გერმანული გიგანტი ძალიან კარგ ფორმაშია, ხოსეპ გვარდიოლამ ჰაინკესის გზას არ გადაუხვია და კლუბს კვლავ სანახაობრივ ფეხბურთს ათამაშებს."

"წლეულს "რეკორდმაისტერს" ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგების შანსი ეძლევა, თუმცა მას უდიდესი მეტოქე ჰყავს მადრიდის რეალის სახით."

"ვფიქრობ, ალიანს არენაზე ინიციატივას "წითლები" იგდებენ ხელთ, თუმცა ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება თუ როგორ ითამაშებს კრიშტიანო რონალდუ, რომელმაც ოსასუნასთან დაპირისპირებაში გვაჩვენა, რომ ნელ-ნელა ჩვეულ ფორმას უბრუნდება."

"შვიდიანი რეალის უდავო ლიდერი გახლავთ, მის გარეშე კლუბს აშკარად უჭირს, თუმცა კარლოს ჭკვიანური განლაგების წყალობით მათ უკვე მოიპოვეს სამეფო თასი, რომლის ფინალშიც კლუბმა რონის გარეშე დაამარცხა კატალონიის ბარსელონა." dle 10.1

  • Hala
  • 27 აპრილი 2014
  • 2601
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)