კრიშტიანუს „მესიჯი“ მიუნხენელებს

პამპლონელებთან შერკინებამ ცხადყო, რომ პორტუგალიური ყუმბარა, გერმანიაში გასამართი შეხვედრისათვის სრულ მზადყოფნაშია.


სამეფო კლუბის მთავარმა გოლეადორმა, ლაზარეთიდან დაბრუნება 2 დიდებული გოლით აღნიშნა ბოლო 11 შეხვედრაში, მეცამეტედ გამოიჩინა თავი.

„სან მამესზე“ გამართული თამაშის შემდეგ, დიკსვალიფიკაციისა და ტრავმების წყალობით, რონალდუს 7 მატჩი გაუცდა.მან იუქმა „ვილიარეალთან,“ „ხეტაფესთან,“ „გრანადასთან,“ „რეალ სოსიედადთან,“ „ალმერიასთან,“ „ბორუსიასთან“ (განმეორებითი) და „ბარსელონასთან“ (თასის ფინალი), ხოლო ზემოთ ხსენებულ 11 მატჩში, „ბაიერნი“ გარდა, სადაც მხოლოდ 60 წუთი იასპარეზა, შემდეგი მეტოქეების კარი აიღო: „შალკე“ (ორჯერ ორი გოლი), „ატლეტიკო,“ „ლევანტე,“ „მალაგა,“ „ბარსა,“ „სევილია,“ „რაიო,“ „ბორუსია“ და „ოსასუნა“ (დუბლი).

რაც შეეხება მიმდინარე სეზონის საერთო მომაცემებს, „ელ ფერარი“ 45 შეხვედრაში 51 გოლს მოითვლის.აქედა, 30 პრიმერაში შეაგდო და „პიჩიჩის“ მთავარი პრეტენდენტია, 14 ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე გაიტანა, სადაც განაღდებული აქვს საუკეთესო მეგოლეობა, 3 „კოპა დელ რეიზე,“ ხოლო 3-ჯერ ეროვნულ ნაკრების მაისურით გამოჩინა თავი.

აღსანიშნავია, რომ ჩ/ლიგაზე ერთი ბურთის შეგდების შემთხვევაში, კრიშტიანუ, მესის, ალტაფინისა და ნისტერლოის რეკორდს დაამხობს, რომლებმაც ერთი სეზონის განმავლობაში, 14-ჯერ დაამწუხრეს მეტოქე.

ასევე, მხოლოდ 2 ბურთით ჩამორჩება არგენტინელ ვარსკვლავს, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მეორე საუკეთესო ბომბარდირია (67 გოლით).

AS
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (323)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)