ნაჩო, კაზემირო და მარსელო: „ატლეტიკოს“ „მესტალიაზე“ გაუჭირდება“

სამეფო კლუბის ახალგაზრდა ფეხბურთელებმა, „ოსასუნასთან“ მატჩის შემდეგ, კომენტარები ჩაწერეს.


ნაჩო: „პრიმერა დივიზიონისათვის ბოლომდე და უშეღავათოდ ვიბრძოლებთ.ვფიქრობ, „ატლეტიკოს“ ძალიან გაუჭირდება „მესტალიიდან“ 3 ქულის წამოღება.“

„დიდი სიამოვნება და პრივილეგიაა შემადგენლობის რიგებში ისეთი მოთამაშის ყოფნა, როგორიც კრიშტიანუა.ის ყოველთვის გვაოცებს.“

„კმაყოფილნი ვართ ნახევარფინალის პირველ დაპირისპირებაშ დაფიქსირებული შედეგით.გვესმის, რომ მიუნხენში ურთულესი შეხვედრა გველის, თუმცა არაფერს დავთმობთ.„რეალი“ თავდაჯერებული მიემგზავრება გერმანიაში.“

„მიმდინარე სეზონში პოზიტიურად ვითარდება მოვლენები.გუნდი შესანიშნავ კონდიციებშია და „კოპას“ მოგების შემდეგ, დარჩენილ ტურნირებზე ვეცდებით წარმატების მიღწევას.“

„როგორც მორატამ განაცხადა, ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს ფერებს, ყველა განივცდით ვილანოვას გარდაცვალებას.მსოფლიო ფეხბურთმა დიდი ადამიანი დაკარგა.“

კაზემირო: „მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ.საჭიროა ბრძოლის გაგრძელება.“

„ყოველთვის ნიშანდობლივია მოედანზე გამოსვლა.მაქსიმალურად ვეცდები შანსების გამოყენებას.“

„კრიშტიანუ გოლების ნამდვილი მანქანაა.ის ყოველთვის ცდილობს რეკორდების დამხობას, რაც უწინარესად, კლუბის წისქვილზე ასხამს წყალს.“

„იმედია, „როხიბლანკო“ ქულებს დაკარგავს ვალენსიაში, თუმცა მიუხედავად ამისა, ჩვენ მხოლოდ საკუთარ თამაშზე უნდა ვიფიქროთ.“

„ვიცით, რომ მიუნხენში ადვილი გასეირნება არ იქნება.არ აქვს მნიშვნელობა „ოსასუნას“ ვხვდებით, თუ „ბაიერნს,“ „რეალი“ მუდამ გამარჯვებისთვის თამაშობს.“

მარსელო: „ტრავმის გამო რამდენიმე კვირა გამიცდა.ძალიან მინდოდა მოედანზე გამოსვლა, თუმცა ვერ ვახერხებდი.საბედნიეროდ, მედიკოსების დახმარებით, უკვე 100 პროცენტით მზად ვარ.“

„შემადგენლობა დაისვენებს და შემდეგ გადაერთვება „ბაიერნთან“ მატჩზე.“

„რონალდუსგან მიჩვეულნი ვართ ასეთი გოლების გატანას.მიხარია მისი წარმატებები.“

„რა თქმა უნდა, როდესაც მწყობრში ვარ, ყოველთვის მინდა ასპარეზობა, თუმცა გადაწყვეტილებას მწვრთნელი იღებს და პატივს ვცემ ამას.“

„არა მხოლოდ დღეს, ქომაგები მუდამ მხარს გვიჭერენ.“

ბრაზილიელმა რუმენიგესაც უპასუხა: „არაფერი მოხდება, მიუნხენში ხეები თუ დაიწვება.“

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)