კრისტიან ლობატო : "საკუთარ თავებს უნდა ვაჯობოთ"

ოსასუნელთა შეგირდის, კრისტიან ლობატოს განცხადებით მის გუნდს განსაკუთრებული ძალისხმევა მართებს იმისათვის, რომ დადებით შედეგს მიაღწიოს...


"წინ რთული დაპირისპირება გველის. ვიცით, რომ მადრიდის რეალი ყველა დარჩენილი მატჩის მოგებას შეეცდება, რადგან ჩემპიონობა სურს, თუ დედაქალაქელებმა ერთ თამაშში მაინც წაიბორძიკეს, მათი საქმე მეტისმეტად ცუდად წავა, რადგან ჩემპიონატის დასრულებამდე სულ ცოტა დროა დარჩენილი."

"არამგონია ანჩელოტიმ ფეხბურთელები დაასვენოს, მერენგები მოედანზე ოპტიმალური შემადგენლობით გამოვლენ, რადგან მათ ჰაერივით ესაჭიროებათ გამარჯვება."

"ჩვენი მდგომარეობა სახარბიელო არ გახლავთ, სატურნირო ცხრილის ფსკერს სულ ცოტათი ვართ დაშორებულები, მომდევნო პაექრობებში მაქსიმალური კონცენტრაცია და მონდომება გვმართებს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ქულები მოვიპოვოთ და ლა ლიგაში დავრჩეთ."

"კარლოს გუნდს გაცილებით დიდი შანსი აქვს, მაგრამ ფარ-ხმალს არ ვყრით და ბრძოლას ვაპირებთ, შედეგი საფინალო სასტვენის შემდეგ გამოჩნდება."

"ნახევარდაცვაში პრობლემები გვაქვს, თუმცა ეს ბევრს არაფერს წყვეტს, გუნდი დიდი მონდომებით გავა მოედანზე." dle 10.1

  • Hala
  • 26 აპრილი 2014
  • 1641
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (203)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)