ბეილი და რონი ბრუნდებიან, რას იზამს ანჩელოტი?

მოგეხსენებათ, კარლო ანჩელოტიმ სამეფო თასის ფინალი კრიშტიანო რონალდუს გარეშე ითამაშა, მიუნხენის ბაიერნთან კი გუნდს გარეთ ბეილი გამოაკლდა, აქედან გამომდინარე იტალიელი სპეციალისტი საგონებელში იყო ჩავარდნილი, თუმცა მან ორივე შემთხვევაში კარგი გამოსავალი მონახა...


სასტარტო შემადგენლობაში ისკო ალარკონის გამწესებამ კარგი შედეგი გამოიღო. ფაქტია, ესპანურმა გიგანტმა ბარსელონასა და მიუნხენელთა დამარცხება მოახერხა, თანაც ისე, რომ ტაქტიკა შეცვალა, ორივე შემთხვევაში კარლიტომ 4-4-2 სისტემით იასპარეზა.

ბეილის და რონალდუს არყოფნა რა თქმა უნდა დიდი დანაკლისი იყო, თუმცა ვხედავთ, რომ ტაქტიკის შეცვლამ ანჩელოტის გუნდს ისეთ მეტოქეებთან როგორებიც "ბლაუგრანა" და "რეკორდმაისტერი" იყვნენ კარგი შედეგი დაუდო.

რა მოხდება სამშაბათს? რონალდუ და ბეილი ამ დღისთვის უკვე სრულად იქნებიან მზადყოფნაში, მაგრამ მათი ერთად თამაში 4-4-2 სისტემაში არცერთ შემთხვევაში არ გამოვა, რადგან გუნდშია კარიმ ბენზემა, რომელიც ერთადერთ ცენტრ ფორვარდად ითვლება, მის გარეშე ასპარეზობა კი ალბათ უფრო დიდ უაზრობას დაემსგავსება.

თუკი ანჩელოტი ბეილს და კრიშტიანოს სასტარტოში განამწესებს ანხელ დი მარია მოედნის ცენტრში დაბრუნება, ხოლო ისკო სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლებს, ტაქტიკაც შესაბამისად 4-4-2-იდან 4-3-3-ზე გადაეწყობა. ეს კი რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ ბეილი და რონალდუ შეუტევენ, ხოლო კოენტრაუს ისკოს სახით დამხმარე აღარ ეყოლება. მოგეხსენებათ, ბაიერნთან დაპირისპირებაში ალარკონამ არაერთხელ დაიხია უკან ფაბიო დასახმარებლად.

თავის მხრივ არც ანხელ დი მარია თაკილობდა დანიელ კარვახალის დახმარებას, არგენტინელი გარემარბად იყო გამწესებული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ უკან აღარუნდა დაეხია, თუმცა თუ ფლანგზე გარეთი გამწესდა, მას შეტევის ორგანიზება დაევალება და არა მცველების დახმარება.

საკმაოდ საინტერესოა რა ტაქტიკას აირჩევს მთავარი მწვრთნელი ალიანს არენაზე, სადაც უპირატესობა რა თქმა უნდა მიუნხენის ბაიერნს ექნება. რამდენად აწყობს კარლოს შეტევითი შემადგენლობის დაყენება ნამდვილად საკითხავია, აქედან გამომდინარე სავსებით რეალური იქნება თუ გარეთ ბეილი მატჩს სკამზე დაიწყებს და მის ნაცვლად მოედანზე ისკოს ვიხილავთ.

დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. dle 10.1

  • Hala
  • 25 აპრილი 2014
  • 6459
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)