ხოან ორიოლი : "ჩვენი შანსი მიზერულია"

ოსასუნელი მცველის, ხოან ორიოლის განცხადებით, მისი გუნდის შანსები ხვალ მინიმალურია, რადგან კარლო ანჩელოტის გუნდის მიზანი დარჩენილ 4 შეხვედრაში 12 ქულის მოპოვება გახლავთ...


"ურთულესი დაპირისპირება გვაქვს წინ, ჩვენი გუნდი ბრძოლისუნარიანობით გამოირჩევა, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ რეალს ლა ლიგის მოგება სურს, ამისათვის კი ყველა პაექრობის მოგება ესაჭიროება, სხვა შემთხვევაში დედაქალაქელები წარმოუდგენლად რთული ამოცანის წინაშე დადგებიან."

"ატლეტიკოს ყველაზე მეტი შანსი აქვს, თუმცა რეალი მას ბოლომდე შეებრძოლება."

"მე-15 ადგილზე ვიმყოფებით, მაგრამ ცხრილის ფსკერს მხოლოდ 3 ქულა გვაშორებს, ამიტომ მაქსიმალური მონდომება და კონცენტრაცია გვმართებს. ჩვენი შანსი მიზერულია, მაგრამ თუ ფრეს მაინც მივაღწევთ ძალიან გაგვიხარდება."

"ვიცით, რომ რონალდუს ყველაფერი მწყობრში ვერ აქვს, მან ბაიერნთანაც ვერ ითამაშა 90 წუთის მანძილზე, თუ პორტუგალიელმა მთელი ძალებით არ შეგვიტია, ჩვენს დაცვას ამოსუნთქვის საშუალება ექნება, რადგან არც გარეთ ბეილი გახლავთ ჯანმრთელობის მხრიც მოწოდების სიმაღლეზე."

"ბრძოლას ვაპირებთ, თუმცა ვიცით, რომ სეზონის ერთ-ერთ ურთულეს დაპირისპირება გავმართავთ." dle 10.1

  • Hala
  • 25 აპრილი 2014
  • 2233
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (323)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)