ლაუდრუპი : "ანჩელოტიმ იდეალური ტაქტიკა შეიმუშავა"
ლეგენდარული ლაუდრუპის განცხადებით, კარლო ანჩელოტიმ საკმაოდ საინტერესო სიახლეები დანერგა მადრიდის რეალში, რაც თავისთავად კარგ შედეგს იღებს...
"იტალიელის კვალიფიკაციაში ეჭვი არავის ეპარება, ის დიდებული მწვრთნელია, მისმა შემუშავებულმა ტაქტიკამ მიუნხენის ბაიერნთან გაამართლა. ფაქტია დედაქალაქელებმა 1-0 მოიგეს ისეთ მეტოქესთან, როგორიც მრისხანე ბაიერნია."
"ანჩელოტის ბურთის დაჭერაც უყვარს, თუმცა მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით მან ინიციატივა გვარდიოლას გუნდს მისცა და ეფექტურ კონტრ-შეტევებზე გაამახვილა ყურადღება. ესპანელები საკმაოდ სწრაფები არიან, მათი თითოეული ფეხბურთელი მობილურობით გამოირჩევა."
"ორივე ნახევარფინალის პირველი დაპირისპირებები ისე დასრულდა, როგორც მეგონა. ვფიქრობ, რეალმა საკმაოდ კარგი შედეგი დააფიქსირა. 1-0 სოლიდური გამარჯვება არ არის, მაგრამ გერმანელებს საკუთარ ალიანს არენაზე 2 გოლი სჭირდებათ, ხოლო იმ შემთხვევაში თუ თეთრებმა მეტოქის კარი აიღეს, წითლებს 2-1 გამარჯვება აღარ ეყოფათ. რაც შეეხება ჩელსის, მოურინიომ არ გარისკა და არ შეუტია, 0-0 მისთვის მისაღებია, სტემ ფორდ ბრიჯზე ფავორიტი რა თქმა უნდა პორტუგალიელის გუნდი იქნება."
"ბაიერნმა პაექრობა ძალიან აქტიურად დაიწყო, პირველი 20 წუთის მანძილზე რეალი ვერაფერს აკეთებდა, თუმცა კარიმ ბენზემას გოლის შედეგად ანჩელოტის გუნდმა საკუთარი თამაში იპოვა, კარის აღების შემდეგ დედაქალაქელებმა ორი 100%-იანი მომენტი შექმნეს, სამწუხაროდ ვერც კრიშტიანომ და ვერც ანხელ დი მარიამ ნოიერის კარი ვერ დალაშქრეს."
"დღესდღეობით რეალი საუკეთესო კონტრშემტევი გუნდია და კარლო ძალიან სწორს აკეთებს, როდესაც ბაიერნის სტილის გუნდებთან მსგავს ტაქტიკას ირჩევს."
"საუკეთესო ოთხეულს შორის აბსოლუტურად განსხვავებული გუნდები არიან. მიუხედავად დაფიქსირებული შედეგებისა ვერაფერს ვიტყვი ფინალისტებზე, ნამდვილად ვერ ვაკეთებ პროგნოზს, რადგან ყველაფერი შესაძლოა მოხდეს. ეს კოლექტივები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულები არიან."
"რეალსა და ბაიერნს შორის ბრძოლა ბოლომდე იქნება, ორივე იმსახურებს ფინალურ ეტაპზე გასვლა, თუმცა სამწუხაროდ ერთ-ერთი მათგანი ნახევარფინალს დასჯერდება."
"ბაიერნს აუცილებლად მიეცემა თამაშის შემოტრიალების შანსი, თუმცა როგორ ასპარეზობას გვაჩვენებს რეალი მეორე საკითხია, აქ ყველაფერი ბუნდოვანია და ნათელი მაშინ მოეფინება, როდესაც მსაჯის სასტვენის ხმა გაისმება."
"კარგია, რომ ორი ესპანური გუნდი ნახევარფინალშია, ეს ესპანეთის ჩემპიონატის სიძლიერეზე მეტყველებს, თანაც უნდა აღვნიშნოთ, რომ კენჭისყრამ ერთმანეთს ატლეტიკო და ბარსელონა დაუპირისპირა, სხვა შემთხვევაში თავისუფლად იყო შესაძლებელი, რომ მადრიდულ დუელთან ერთად ესპანეთის წარმომადგენელი კატალონიის ბარსელონაც ყოფილიყო."
- 25 აპრილი 2014
- 4146
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.