ანჩელოტი: „რონალდუს სათამაშო დრო სჭირდება“
პრიმერა დივიზიონის 35-ე ტურის შეხვედრის წინ, კარლო ანჩელოტიმ ტრადიციული პრესკონფერენცია მოიწვია.
„კრიშტიანუმ სასარგებლოდ ითამაშა „ბაიერნთან.“ახლა, სათამაშო დრო სჭირდება მას და „ოსასუნასთან,“ საწყისი წუთებიდან გამოვა მოედანზე .“
„ბეილი ცოტათი სუსტად გრძნობს თავს.გადაწყვეტილებას თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე მივიღებთ.შესაძლოა, დავასვენოთ, რათა მიუნხენში ჩასატარებ დაპირისპირებას სრულ მზადყოფნაში შეხვდეს.“
„ყველანი განვიცდით ტიტო ვილიანოვანს ამბავს.ვიმედოვნებ, ყველაფერი კარგად იქნება.“
„რა თქმა უნდა, განვლილმა თამაშმა დიდი ენერგია წაგვართვა, თუმცა ვეცდებით, რომ სათანადოთ ვითამაშოთ „ოსასუნას“ წინააღმდეგ.პრიმერას მატჩებიც ძალიან მნშვნელოვანია.ალბათ, გარკვეული საკადრო გადაადგილებები მოხდება სასტარტო შემადგენლობაში.“
„ძალიან მომწონს გვარდიოლა.მან გარკვეული ინოვაციები დანერგა ფეხბურთში, რომელიც ჯერ „ბარსელონაში“ განახორციელა, ხოლო ახლა „ბაიერნში“ აკეთებს იგივეს.“
„სამაშაბითს პაექრობაზე არ ვფიქრობ, მაგრამ გეტყვით, რომ ჩვენ სათამაშო ტაქტიკაში ბევრი არაფერი შეიცვლება.როგორც ყოველთვის, 4 მცველით, 3 ნახევარმცველითა და 3 შემტევით დავიწყებთ ასპარეზობას.“
„თუ ბენზემა ვერ ითამაშებს შაბათს, მის ნაცვლად მორატა ჩაერთვება საქმეში.იმედით ვუყურებთ ალვაროს.“
„მადრიდში თავს ბედნიერად ვგრძნობ.რასაკვირველია, დიდ პატივს ვცემ „მანჩესტერს,“ თუმცა ჩემი ადგილი აქ არის.მოიესის გუნდიდან გაშვება მეწყინა.“
„ხედირა თავდაუზოგავად მუშაობს და არაფერი აწუხებს.ზუსტად ვერ გეტყვით, როდის დაბრუნდება მინდორზე.“
პრესკონფერენციის ბოლოს, ანჩელოტიმ რუმენინგეს უპასუხა, რომელმაც დასძინა, რომ გერმანიაში „თეთრებს“ ჯოჯოხეთი ელით: „ვიმედოვნებთ, რომ ხეები დაიწვება ოთხშაბათს, როდესაც ფინალში ჩვენ გავალთ და არა სამშაბათს.“
MARCA
- 25 აპრილი 2014
- 7073
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.