გერმანული პრესა: „ასე აპირებს გვარდიოლა ტრიპლეტის მოგებას?“

ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ დაპირისპირებას „რეალსა“ და „ბაიერნს“ შორის, ევროპის წამყვანი გამოცემები გამოეხმაურნენ.


Bild (გერმანია): „ასეთი თამაშით, პეპის შეგირდებს ტრიპლეტის ოცნება არ აუხდებათ - პირველ ტაიმში, 73 პროცენტიანი მაჩვენებლით ფლობდნენ ბურთს, 9-ჯერ მოაწოდეს კუთხური, თუმცა არცერთი რეალური საგოლე მომენტი, ხოლო ბენზემამ გაყინული დატოვა მიუნხენელები.„ოქროს ბურთის“ მფლობელმა კრიშტიანუმ, რომელიც ბოლომდე მზად არ იყო, უფრო სასარგებლოდ გამოიყურებოდა, ვიდრე რიბერი.ეს უკანასკნელი ჩრდილიდან ვერ გამოვიდა.“

L'Equipe (საფრანგეთი): „ბენზემამ უპირატესობა მოუტანა გუნდს - კრიშტიანუ ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა მოედანს, ხოლო ბეილმა თამაშამდე მოირჩინა გრიპი და მხოლოდ 20 წუთი დაჰყო მოედანზე.ასეთ პირობებში, კარიმი გამოდგა მადრიდელების გიდი ნახევარფინალში.აღსანიშნავია, მოდრიჩის, პეპეს და კასილიასი ასპარეზობა, რომელიც ბოლო წუთებში ნამდვილ წმინდანად მოევლინა თანაგუნდელებს.“

Gazzetta dello Sport (იტალია): „პირველი რაუნდი „რეალისაა,“ ბენზემამ მიუნხენელები გააჩუმა - ჯერჯერობით, ანჩელოტიმ აჯობა თავის კოლეგას, რომელმაც პირველად იწვნია მარცხი „ბერნაბეუზე.“მადრიდელები ცოტათი გვიან ჩაერთვნენ მატჩში, თუმცა კარგად გამოიყენეს რაფინიას სუსტი გარჯა.რაც შეეხება კასილიასს, მან დიდებული სეივი გააკეთა.“

Olé (არგენტინა): „კასილიასი ბატონობს - „თეთრებმა“ მცირე უპირატესობა მოიხვეჭეს.მართალია, ბურთს მეტწილად სტუმრები ფლობდნენ, მაგრამ ვერაფერს გახდნენ საკმაოდ კარგი დაცვის წინააღმდეგ.ადგილობრვებს გამარჯვება კასილიასმა შეუნარჩუნა, ხოლო დი მარიამ შესანიშნავად იმუშავა.“

Daily Mail (დიდი ბრიტანეთი): „ბენზემამ „რეალი“ დააწინაურა - ანჩელოტი და თავისი შეგირდები დარწმუნებულნი არიან, რომ მეტის გაკეთება შეეძლოთ.2002 წლის შემდეგ, პირველად აქვთ ფინალში გასვლის დიდებული შანსი.„ალიანც არენაზე“ რთული თამაში ელოდებათ.“

Sport (კატალონია): „გვარდიოლა რევანშისთვის მოემზადება.“

AS dle 10.1

  • Nodarii
  • 24 აპრილი 2014
  • 5752
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (185)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)