ბალაკი : "რეალს ბაიერნთან ყოველთვის უჭირს"

მიხაილ ბალაკი, რომელიც წლების მანძილზე იცავდა მიუნხენის ბაიერნის ღირსებას, ჟურნალისტებს შეხვდა და განაცხადა, რომ შანსები თანაბარია, თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ "ბლანკოსს" "რეკორდმაისტერთან" თამაში ყოველთვის უჭირს...


"ორივე მატჩი ძალიან საინტერესოდ წარიმართება, ამაში დარწმუნებული გახლავართ, რადგან ერთმანეთს დიდებული კლუბები ხვდებიან."

"მიუნხენელებს ძალიან დიდი რესურსი აქვთ, თუმცა არც მადრიდელთა სიძლიერეა დასავიწყებელი, ამას ემატება ისიც, რომ მათ სათავეში კარლო ანჩელოტი დგას, რომელსაც ევროპულ სარბიელზე ძალიან დიდი გამოცდილება აქვს."

"ცალსახაა, რომ მადრიდელებს გერმანელებთან თამაში ძალიან უჭირთ. ისტორიის მიხედვით "წითლები" "თეთრებს" ჯობნიან, თუმცა ამ დაპირისპირების გამარჯვებული ის იქნება, ვინც მეტს მოინდომებს."

"რეალს ბაიერნი არაერთხელ დაუმარცხებია, თუმცა ეს ყოველთვის დიდი ძალისხმევის შედეგად ხდებოდა, მათი ორთაბრძოლები მარტივად არასდროს მიმდინარეობს."

"რიბერისა და რობენის ფაქტორს უდიდესი მნიშვნელობა ექნება, სწორედ მათ უნდა გაარღვიონ სამეფო კლუბის საკმაოდ ძლიერი დაცვა."

"აუცილებლად უნდა გამოვყო სერხიო რამოსი, რომელიც წარმოუდგენელ ფიზიკურ ძალას ფლობს, მას დაღლილობა არასდროს ეტყობა, ასევე შესანიშნავია მეორე სართულზე ბრძოლაში. საერთოდ არ მახსენდება მომენტი, როდესაც რამოსს თავით ცუდად უთამაშია." dle 10.1

  • Hala
  • 23 აპრილი 2014
  • 3104
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)