ნოიერი : "პატივისცემის მიუხედავად ფავორიტი ბაიერნია"

მანუელ ნოიერის განცხადებით მიუნხენის ბაიერნს საკმაოდ რთული მეტოქე ჰყავს 1/2 ფინალში დასამარცხებელი, თუმცა ფავორიტი მაინც "რეკორმაისტერი" გახლავთ, რადგან გვარდიოლას გუნდი ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება...


"ვიცით, რომ სანტიაგო ბერნაბეუზე ფავორიტი ყოველთვის მადრიდის რეალია, მაგრამ ვთვლით, რომ შეგვიძლია მათსავე მოედანზე წარმატების მიღწევა. დიდი პატივისცემის მიუხედავად მინდა განვაცხადო, რომ მიუნხენურ გიგანტს არავითარი შიში არ აქვს და ესპანეთში წარმატების მიღწევას გეგმავს."

"მოუთმენლად ველი დაპირისპირების დაწყებას, ეს შეხვედრა ფეხბურთის უამრავ გულშემატკივარს დიდ სიამოვნებას მიანიჭებს, რადგან ერთმანეთის მეტოქე ორი უდიდესი ტრადიციებისა და ისტორიის მქონე გუნდი გახლავთ."

"დედაქალაქელთაგან ძალიან დიდ პატივს ვცემ კაპიტან იკერ კასილასს, რომელიც მსოფლიოში ყოველთვის დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა და სარგებლობს, მან მოახერხა ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების მოგება, ასევე გახლავთ სამეფო კლუბის კაპიტანი და ნამდვილი ლეგენდა, ამის მიღწევა იოლი როდია."

"არასდროს არ დამავიწყდება საღამო, როდესაც თერთმეტმეტრიანებში გამარჯვება და ფინალში გასვლა მოვახერხეთ, ის მართლაც სასწაული გრძნობა იყო. მთელი დაპირისპირება გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, პირველ ნახევარში მადრიდელება ნამდვილად დაგვჯაბნეს, თუმცა შემდეგ უკვე კარგი მომენტები შევქმენით, რამაც წარმატებამდე მიგვიყვანა და გამარჯვებულები დავრჩით."

"იმედი მაქვს წარმატებას ახლაც გავიმეორებთ და ფინალში გავალთ, სადაც ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ბაიერნმა ზედიზედ მეორედ იზეიმოს ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მოგება." dle 10.1

  • Hala
  • 23 აპრილი 2014
  • 3058
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)