სუარესი მოდის, ბენზემა მიდის?

ინგლისურ პრესაზე დაყრდნობით ფლორენტინო პერესმა საბოლოოდ გადაწყვიტა ლივერპულელი ფორვარდის, ლუის სუარესის გადაბირება და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე მოლაპარაკებების წარმოებას გეგმავს...


ურუგვაელი სეზონი წლეულს საუკეთესო სეზონს ატარებს, იგი ფორმის პიკში იმყოფება და ევროპის მასშტაბით საუკეთესო ბომბარდირია, მას პრემიერ ლიგაში 30 გოლი დაუგროვდა.

მიუხედავად იმისა, რომ კარიმ ბენზემა ანჩელოტის ხელში კიდევ უფრო კარგად ათამაშდა და გოლების გატანასაც ახერხებს, მისით ბოლომდე კმაყოფილები მაინც არ არიან და თვლიან, რომ სუარესი ბევრად უფრო პროდუქტიული იქნება ვიდრე ფრანგი. ბენზემამ ბრწყინვალე ტრიო შექმნა კრიშტიანო რონალდუსთან და გარეთ ბეილთან ერთად, რომელსაც ესპანეთში BBC-ის მომაკვდინებელი ტრიო უწოდეს, თუმცა როგორც ჩანს ეს ყველაფერი არ კმარა.

ფრანგ ფორვარდს არაერთი მსურველი ჰყავს, ყველაზე დიდ ინტერესს კი ლონდონის არსენალი და ტურინის იუვენტუსი იჩენენ, რომლებიც კვალიფიციური ფორვარდის ძიებაში არიან.

რამდენად შეელევა მერსისაიდული კლუბი ურუგვაელ ფორვარდს მეორე საკითხია, ლივერპული პრემიერ ლიგის მოგებასთან ძალიან ახლოს არის, უდიდესი ტრადიციებისა და ისტორიის მქონე კლუბს უკვე დიდი ხანია ინგლისის ჩემპიონატი არ მოუგია, წელს კი მათ ამის ბრწყინვალე შანსი აქვთ. ამას ემატება ისიც, რომ მომდევნო სეზონში "წითლები" ჩემპიონთა ლიგაში დაბრუნდებიან, რაც დამატებითი მოტივაცია იქნება, ამ ყველაფრის შემხედვარე უდავო ლიდერის გაშვება ფაქტიურად წარმოუდგენელი რამ გახლავთ, თუმცა სასწაულმოქმედი პერესი რისი მაქნისიც არის ყველას კარგად მოეხსენება.

დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. dle 10.1

  • Hala
  • 22 აპრილი 2014
  • 4738
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)