ჟოზე : "რეალის წარმატება მხოლოდ გამეხარდება"

ლონდონის ჩელსის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ თუ მადრიდის რეალი მიუნხენის ბაიერნს დაამარცხებს, მას ძალიან გაეხარდება...


"ორ ურთულეს შეხვედრას ვიხილავთ, თუმცა რამდენად მექნება იმის დრო, რომ ესპანურ-გერმანული დაპირისპირებას თვალ-ყური ვადევნო ვერ გეტყვით, რადგან თავიდან ბოლომდე მადრიდის ატლეტიკოსთან ორ რაუნდიან ბრძოლაზე ვარ გადართული."

"მადრიდელთა წარმატება მხოლოდ გამეხარდება. რატომ არ უნდა მიმაღებინოს სიამოვნება იმ გუნდის წინსვლამ, რომლის დამრიგებელი 3 წელიწადი ვიყავი, მე დედაქალაქელებთან ბევრი კარგი მოგონება მაქვს, რეალში არიან ფეხბურთელები, რომლებთანაც ახლაც ვმეგობრობ და დიდ პატივს ვცემ."

"თუკი ფინალში რეალი-ჩელსი შედგება, ყველაფერს დავივიწყებ, რადგან ამჟამად ლონდონური კლუბის მწვრთნელი ვარ და მიზანი ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მოგება გახლავთ."

"ჩაბი ალონსო თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია, მისნაირ ფეხბურთელებთან იშვიათად მქონია შეხება, ბასკს არაფრის თქმა არ სჭირდება, მან ყოველთვის ზუსტად იცის კონკრეტულ მომენტში შუა რგოლს რა სჭირდება." dle 10.1

  • Hala
  • 20 აპრილი 2014
  • 3149
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)