მიატოვიჩი : "რეალს მომავალი აქვს, ბარსას კი გარდაქმნა სჭირდება"

ლეგენდარული ფრედრაგ მიატოვიჩის განცხადებით ესპანეთში სიტუაცია ნელ-ნელა, მაგრამ კარდინალურად იცვლება...


"ლა ლიგაში ბრძოლა ბოლო ტურამდე გაგრძელდება, ამაში რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ, რადგან ჩემპიონობის მოსაპოვებლად სამი გუნდის იბრძვის, ყველაზე მეტი შანსი კი მადრიდის ატლეტიკოს აქვს, რადგან ისინი 3 ქულით არიან წინ, თუმცა ერთი წაგების უფლება მაინც აქვთ, რადგან ქულების თანაფარდობის შემთხვევაში რეალს მაინც არ დაუთმობენ თასს."

"კატალონიის ბარსელონა სერიოზულ რეგრესს განიცდის, ამ კოლექტივში საკმაოდ ბევრი ცვლილებაა შესატანი, რადგან მუდმივად ერთი შემადგენლობით წარმატების მიღწევა წარმოუდგენლად რთული გახლავთ."

"წარუმატებლობას ბევრი გვარდიოლას წასვლას უკავშირებს, თუმცა მე ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები, რადგან გუნდმა ფეხბურთელები უნდა შეცვალოს, იგივე შემადგენლობით ვერც ხოსეპი მიაღწევდა წარმატებას, რადგან ცვლილებების გარეშე თანამედროვე ფეხბურთი წარმოუდგენელია."

"საუკეთესო ბარსელონამ თავისი სიტყვა უკვე თქვა, მათ არაერთი ტიტული მოიგეს და 21-ე საუკუნეში ყველაზე წარმატებულ კლუბად მიიჩნევიან."

"აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციაა მადრიდის რეალში, სადაც უამრავმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა მოიყარა თავი, რომლებიც ერთმანეთს ნელ-ნელა ეწყობიან, სამეფო კლუბში დიდ მომავალს ვხედავ, რადგან ვთვლი, რომ 2-3 წელიწადში სრულიად ახალგაზრდა მოთამაშეები ვარსკვლავებად იქცევიან და ერთმანეთს მარტივად გაუგებენ."

"აუცილებლად უნდა აღვნიშნო ისკო ალარკონი, კასემირო, მორატა, ხესე, ვარანი, კარვახალი და გარეთ ბეილი. "ბლანკოსმა" ეს ფეხბურთელები არაფრის დიდებით არ უნდა გაასხვისოს, პირიქით, მათ ერთად თამაში უნდა ისწავლონ, რადგან დედაქალაქური კლუბის მომავალი სწორედ მათზეა დამოკიდებული, მომავალში სწორედ ხსენებულებმა უნდა დაიცვან "ბლანკოსის" დიადი ღირსება."

"ატლეტიკო საკმაოდ კონკურენტუნარიან კლუბად ჩამოყალიბდა, დარწმუნებული ვარ ისინი მომავალ წელსაც იბრძოლებენ ჩემპიონობის მოსაპოვებლად, სიმეონეს მთავარი ამოცანა ზაფხულში ფეხბურთელების შენარჩუნება იქნება, ამას კი რამდენიმე ახალი შეგირდიც უნდა დაემატოს იმისათვის, რომ "როხიბლანკო" კიდევ უფრო გაძლიერდეს."

"საბოლოო ჯამში ესპანეთის ჩემპიონატი ბევრად უფრო საინტერესო და კონკურენტუნარიანი ხდება, რაც ძალიან კარგია."
dle 10.1

  • Hala
  • 18 აპრილი 2014
  • 2909
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (253)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)