იკერი: "გერმანიასთან ცუდი მოგონებები გვაკავშირებს, მაგრამ..."

იკერ კასილასის აზრით, წინ დიდებული თამაშები ელოდება გულშემატკივარს


"ბაიერნი": "მიმზიდველი გუნდია, ძალიან რთული მექტოეა, რომელიც მოქმედი ჩემპიონია ამ ტურნირის და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათ დასამარცხებლად. მათ ყველა პოზიციაზე უძლიერესი ფეხბურთელები ჰყავთ. ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გავიღოთ ლისაბონის ფინალში მოსახვედრად. მაყურებელი ორ ძლიერ გუნდს იხილავს. ამ დღეებში ცუდი ბედი იღბალი გვქონდა: ტრავმები, წაგებული შეხვედრები, რაც რა თქმა უნდა, თავის გავლენას ახდენს. იმ საშინელების შემდეგ, რაც დორტმუნდში გადავიტანეთ, რა თქმა უნდა, გერმანიასთან ცუდი მოგონებები გვაკავშირებს, მაგრამ მათი დაძლევა აუცილებელია ლისაბონის ფინალისთვის. მოუთმენლად ველი და იმედი მაქვს, რომ თავს არ შევირცხვენთ."

კრიშტიანოს ტრავმა: "საკმაოდ დიდი დანაკლისი გვაქვს. ის არის ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე ყოფნით უდეიდეს დახმარებას უწევს გუნდს. ეხლა უკვე ყველას გვინდა, რომ ის რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს. ვიცით, რომ არ იქნება ხვალინდელ შეხვედრაში, შესაძლოა თასის ფინალიც გამოტოვოს, მაგრამ მალე უნდა დაგვიბრუნდეს, ვინაიდან ჩვენ ის გვჭირდება. მის არყოფნაში კი ყველაფერს გავაკეთებთ მწვრთნელები, ფეხბურთელები, რომ გუნდს არ დავატყოთ მისი დანაკლისი."

კრიშტიანო თასის ფინალში იქნება? "ამ დღეებში მას განმეორებითი გამოკვლევები უნდა ჩაუტარდეს დამატებით, რა დროსაც გამოჩნდება, თუ როგორ მიდის აღდგენითი პროცესები. პირველ რიგში მწვრთნელია დაინტერესებული, რომ მალე მომჯობინდეს. გადაჭრით ერთი რამის თქმა შეგვიძლია, რომ ხვალ რონალდუ არ ითამაშებს"

ტრიპლეტის შანსი: "მოცემულ ეტაპზე ტრავმების მხრივ ცუდი მდგომარეობა გვაქვს, მაგრამ "მადრიდის რეალი" სამივე ფრონტზე ინარჩუნებს ჩემპიონობის შანსს. ტრიპლეტამდე ყოველდღიური შრომითა და გამარჯვებებით უნდა მივიდეთ." dle 10.1

  • shvela
  • 11 აპრილი 2014
  • 2627
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (256)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)