პიპიტა არასტაბილურია

ყველასათვის სიურპრიზი გახლდათ სუპერ კლასიკოში იგუაინის ძირითად შემადგენლობაში დაყენება პირველივე წუთებიდან. ეს მოულოდნელობა კი მანუელ პელეგრინიმ გაამყარა, როდესაც ანგარიში 0–1 იყო "ბარსელონას" სასარგებლოდ, მანუმ რონალდო გაიყვანა მოედნიდან და პიპიტა ძირითადში დატოვა. იგუაინი და მარსელო, ეს ორი ფეხბურთელი ალბათ ყველაზე დიდი სუსტი წერტილი გახლდათ "რეალის" შემადგენლობაში. მათ შეტევაში თამაში არ გამოსდიოდათ და ვერც თანაგუნდელებს ამარაგებდნენ კარგი პასებით, ორივეს ჰქონდა გოლის გატანის შანსი, მაგრამ ვერც ერთმა ვერ გამოიყენა. პიპიტამაც და მარსელომაც დააგვიანეს კარში დარწტყმა.


ალბათ არავინ დარჩებოდა უკმაყოფილო მოედანზე თავიდანვე ბენზემა, იგუაინი და რონალდო, რომ ყოფილიყვნენ, მაგრამ მარსელოს ენდო პელეგრინი და ბოლო წუთამდე შემადგენლობაში დატოვა. როგორც სტატისტიკოსებმა დაადგინეს, მადრიდისტებს ასიდან 20% შეტევებისა საგოლე მომენტით დასრულდა, მაგრამ ვერ გამოიყენეს შანსები "თეთრებმა".

კაცი, რომელსაც უმნიშვნელოვანესი გოლები გააქვს

კლასიკოს ჩაგდების მიუხედავად იგუაინი მაინც ძირითადის ფეხბურთელად დარჩება. პიპიტა ყოველთვის აკვირვებდა მადრიდელ გულშემატკივარს, მან წელსაც შესანიშნავად დაიწყო სეზონი, მაგრამ ბარსელონაში არადამაჯერებლად ითამაშა. ის მხოლოდ 21 წლისაა. უკვე ფაბიო კაპელოს დროსაც ჰქონდა მცირე დრო გამოყოფილი შემადგენლობაში და სწორედ იქიდან დაიწყო აღმასვლა. არგენტინელმა თავისი პირველი გოლი კატალონიის "ესპანიოლს" გაუტანა, გადმოსვლიდან 34–ე დღეს. იმ დროიდან მოყოლებული, იგუაინმა უამრავი უმნიშვნელოვანესი ბურთი გაუტანა მეტოქეებს. მან შარშან ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე 8 თამაში მოაგებინა "ბლანკოსს" და წელს არგენტინის ნაკრებშიც გამოიძახეს. პიპიტამ ამ სეზონშიც გაამარჯვებინა სამეფო კლუბს "ხეტაფესთან" შეხვედრაში, სადაც დუბლი გაიფორმა. ეს მოთამაშე ცვალებადი ხასიათისაა, ხან საუკეთესოდ თამაშობს და ხანაც საერთოდ არ გამოსდის არაფერი, იგი საშუალოდ არასოდეს არ ასპარეზობს. სწორედ ეს არის მისი პრობლემა, რომ არ არის სტაბილური...


ავტორი: KevlishA dle 10.1

  • kevlisha
  • 1 დეკემბერი 2009
  • 2091
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)