პერესი და მისი ესპანელები

პერესი და მისი ესპანელები


მოსალოდნელია. რომ მადრიდის რეალის ახალი პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი განაახლებს მოლაპარაკებებს ლივერპულთან ხაბი ალონსოს ყიდვასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით კიდევ ერთხელ ცდის ბედს . ასევე ეს უკანასკნელი ეცდება კლუბში მოიყვანოს ალვარო ნეგრედო.


პერესის სამეფო კლუბში დაბრუნებას თან ახლდა გავრცელებული ხმები იმის შესახებ, თითქოსდა მადრიდის რეალის ახალ პრეზიდენტს უკვე ქონდ ამიღწეული შეთანხმება ლივერპულის ხელმძღანელობასთან ხავი ალონსოს ტრანსფერის შესახებ. მაგრამ მერსისაიდელთა მთავარმა მწვრთნელმა რაფა ბენიტესმა ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო და განაცხადა , რომ ოცდაშვიდი წლის ნახევარმცვლეი ხელშეუხებელია. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ ბენიტესის ეს განცხადება “შემოწმებას” უახლოეს კვირეებში გაივლის, მაშინ როცა შემოთავაზებები ოფიციალურად გაჟღერდება არსენალისგან და რეალისგან.

მიუხედავად იმისა, რომ ნახევარმცველი და ბენიტესი ერთხმად გაიძახიან ერთსა და იმავეს, რითაც ლივერპულში არსებული ერთსულოვნების დამტკიცება სურთ, ოცდაშვიდი წლის ნახევარმცელის მადრიდის რეალში გადმოყვანა სულაც არ უნდა იყოს პერესისთვის მიუღწევადი. ალონსოსა და ბენიტესის ურთიერთობა გაფუჭდა მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი ცდილობდა ფეხბურთელი გაეყიდან წინა ზაფხულს, რადგან ამით მიეღო გარკვეული თანხა, რომელსაც შემდგომში გამოიყენებდა გარეტა ბერის საყიდლად. ისიც სიმართლეა, რომ ეხლაც ესაჭიროება რაფა ბენიტესს ფული იმისთვის, რომ ტრანსფერები განახორციელოს.

ალვარო ნეგრედო, რომელსაც ეს სეზონი მართლაც კარგი გამოუვიდა, გაიტანა რა 19 გოლი და გახდა კლუბის საუკეთესო გოლეადორი, უკვე დიდი ხანია, რაც მოქცეულია ლივერპულის სკაუტების თვალთახედვის არეში. 23 წლის ფეხბურთელის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად მითითებულია 12 მლნ. ფუნტი სტერლინგი, მაგრამ რადგანაც იგი 2007 წელს ალმერიაში გადავიდა, როგორც მადრიდის რეალის სკოლი პერსპექტიული აღზრდილი,ამიტომ ყოფილმა კლუბმა კონტრაქტში ჩაწერა პუნქტი, რომლის მიხედვითაც უკუტრანსფერის ღირებულება იქნება მხოლო 4.4 მლნ. ფუნტი. აქედან გამომდინარე არაა მოსალოდნელი,რომ პერესმა ალონსოს ღირებულება მთლიანად გადაიხადოს, მას შეუძლია გამოისყიდოს ნეგრედო და ჩართოს იგი ალონსოს ტრანსფერში. ამასთანავე თუ გავითვალისწინებთ რაფა ბენიტესის ინტერესებს ნეგრედოსთან მიმართებაში , ადვილი მოსალოდნელია, რომ იგი დათანხმდეს ზემოთხსენებულ წინადადებას და ამასთანავე მას მორჩება ფული ბერის საყიდლად. ამასთანავე ტრანსფერის შედეგად მიღებულ სარგებელში (თუ ამას სარგებელი შეიძლება ეწოდოს) შეიძლება მოხვდეს ჰაინცე, რომლის ხილვაც მერსისაიდელთა მთავარ მწვრთნელს წინა ზაფხულს ენფილდზე სურდა.

“სიტუაცია ძალიანა ადვილია, ჩვენ არ გვსურს გავყიდოთ ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელები და ხაბიც მათ რიცხვის მიეკუთვნება. მან შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და ჩვენ მომავლაშიც მასზე დიდ იმედებს ვამყარებთ. ჩვენ რეალთან არაფერზე შევთანხმებულვართ და გვსურს, რომ ხაბი ჩვენთან იყოს მომავალ სეზონშიც. ორი კვირის წინ ალონსოს მერსისაიდულ ჟურნალთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ იგი დიდი პრექსპექტივით უყურებს საკუთარ მომდევნო ექვს სეზონს ლივერპულის შემადგენლობაში და არ მესმის რატომ უნდა გავუშვათ ის ეხლა? ” - განაცხადა რამდენიმე დღის წინ რაფა ბენიტესმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

პერესი გვარწმუნებს, რომ მადრიდში იმდენივე ესპანელი ფეხბურთელი ითამაშებს, რამდენიც უცხოელი , მიუხედავად ამისა, მან თავისი პირველი ვადის განმავლობაში მხოლოდ სერხიო რამოსი იყიდა, ახლა კი ალონსო , დავიდ ვილია და დავიდ სილბა “ხელმძღვანელობენ” სასურველ სატრანსფერო სიას .

ამასთანავე პერესი ცალსახად აცხადებს, რომ მას არ შეუცლია საკუთარი შეხედულება და კვლავ ფიქრობს , რომ მადრიდის რეალის ეკონომიკურ სტაბილურობას მსოფლიო დონის ვარსკვლავების ყიდვა უზრუნველყოფს. ამიტომ ის კვლავ ეცდება გალაკტიკოსის სტატუსის დაბრუნებას რეალისთვის.

P.S. ხალხნო, ეს ძველი სტატიებია და არ გაგიკვირდეთ სიგნით რაც წერია ის, პროსტა არ მინდოდა რომ დაკარგულიყო და მაგ პონტში აღვადგინე , იმედია კარგად გამიგებთ dle 10.1

  • shvela
  • 2 ივლისი 2009
  • 3291
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)