ვალდანომ კლასიკო განიხილა

ხორხე ვალდანომ ინტერვიუ მისცა ესპანური ტელეარხის "TVE"_ს ჟურნალისტს. გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ კამპ ნოუზე მარცხი სრული შემთხვევითობა გახლდათ. მისი აზრით სამეფო კლუბი მინიმუმ ფრეს მაინც იმსახურებდა.


გუნდი დამარცხდა სუპერ კლასიკოში, მაგრამ პროგრესი აშკარად შეიმჩნევა...

ორივე გუნდი ძალიან ამბიციურია და ამიტომ ძალიან ლამაზი სანახაობა აჩვენეს გულშემატკივარს. მოედანზე გამოკვეთილი დომინანტი არ არსებობდა, მაგრამ მცირე უპირატესობა ჩვენ გვქონდა. "თეთრებს" გამარჯვება სწყუროდათ... მადრიდისტები აჩერებდნენ "ბარსას" შეტევებს და პირიქით, კატალონიელების კართან ქმნიდნენ საგოლე მომენტებს, მაგრამ... ჩვენ ვერ გამოვიყენეთ ბურთის გატანის მრავალი შანსი და ამიტომაც დავისაჯეთ, პირველ ნახევარში სამჯერ გვქონდა წინ გასვლის შანსი, მაგრამ არ გაგვიმართლა. კატალონილები უმეტეს დროს საკუთარ ნახევარზე ატარებდნენ, რაც ჩვენი დამსახურებაა, მაგრამ მათ ერთი მომენტი შექმნეს და ისიც გამოიყენეს. შესანიშნავი საყურებელი იყო სუპერ კლასიკო, ორივე გუნდის ფეხბურთელებმა მიიღეს წითელი ბარათები, მოედანზე დაუნდობელი ბრძოლა იყო გაჩაღებული...

რას ფიქრობთ კრიშტიანო რონალდოს გამოუყენებელ საგოლე ეპიზოდზე?

როგორც მოველოდი, "ბარსელონას" ძალიან უჭირდა თამაში, წესიერად ბურთის მიღების საშუალებას არ აძლევდნენ მადრიდისტები, მაგრამ ეს თამაშია სადაც ერთ გუნდს უმართლებს და ამჯერად კატალონილებისკენ გადაიხარა ფორტუნა. ჩვენ ერთ–ერთი ულამაზესი შეხვედრა ჩავატარეთ. ამ მატჩმა დაგვანახა, რომ მზად ვართ მძმე თამაშებში წარმატების მისაღწევად.

ვალდანომ კლასიკო განიხილა

რა არის სამეფო კლუბის მთავარი პრობლემა?

ჩვენი უმთავრესი პრობლემა არის დაძაბული თამაში, ყველა ფეხბურთელი ძალიან ღელავდა, რაც დაღს ასვავდა მათ მოქმედებებს. ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ "ბლანკოსი" გადაიღალა მეორე ტაიმში, მაგრამ მე ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები. კიდევ ერთი სერიოზული მინუსი მომენტების გამოუყენებლობაა. ეს დიდი ფეხბურთია, სადაც მინიმალური შანსიც ნაყოფიერად უნდა მოიხმარო.

წაგების მიუხედავად გმაყოფილები ხართ თამაშით?

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ გამარჯვება შეგვეძლო, მაგრამ წაგებას არ ვიმსახურებდით არავითარ შემთხვევაში, ორივე გუნდისთვის ფრე მისრება იქნებოდა. მე ბედნიერი ვარ მადრიდისტების ასეთი ლამაზი და მონდომებული თამაშით, მთავარი სწორედ ეს არის.

პელეგრინის გადაუხადეთ მადლობა გუნდის ასეთი ლამაზი თამაშისთვის?

ჩვენ კარგად ვითამაშეთ ბარსელონაში, ეს რა თქმა უნდა მწვრთნელის კარგი მუშაობის შედეგია. მთელი კამპ ნოუ გიჟივით გამოსცემდა ხმას, ისინი არ ელოდნენ "რეალის" ასეთ არაჩვეულებრივ თამაშს. პელეგრინი ძალიან ამბიციური და მომთხოვნი პიროვნებაა. მე მას პირადად ვუხდი მადლობას ასეთი კარგი მუშაობისთვის.
ვალდანომ კლასიკო განიხილა

რონალდო იმიტომ, შეცვალეს, რომ არ შეეძლო 60 წუთზე მეტ ხანს თამაში?

მედიკოსებმა გაგვაფრთხილეს, რომ მისთვის ერთ საათზე მეტხანს თამაში არ იყო რეკომენდირებული და სწორედ ამიტომ შეცვალა იგი მთავარმა მწვრთნელმა. რონალდოს ორი თვე გაუცდა და აქედან გამომდინარე ფორმაში ჩადგომა სჭირდება. მან თავისი მოვალეობა პირნათლად შეასრულა, გაფუჭებული მომენტის მიუხედავად.

ხალხი აკრიტიკებს პელეგრინის, რომ მან არ გამოიყვანა მოედანზე გრანერო და რაული...

ჩვენ გვჭირდებოდა გოლი და რაული კი არის საუკეთესო მეგოლე. მისი გამოყვანა რეკომენდირებული იყო, მაგრამ ყველაფერს პელეგრინი წყვეტს.
ვალდანომ კლასიკო განიხილა

ზოგი გულშემატკივარი ფირობს, რომ გუნდის მარცხი ლაზერულმა შეტევებმა განაპირობა ფეხბურთელებზე...

ეს დაღს ასვავს კატალონიელ გულშემატკივარს, მე მათზე განსხავებული წარმოდგენა მქონდა... საშინელებაა, როდესაც 80 000 ადამიანი უპატივცემულოდ ექცევა ერთ ან რამოდენიმე ფეხბურთელს. მათგან გასნხვავებით მადრიდელი ფანები ასეთ რამეს არასოდეს არ იკადრებენ და მოწინააღმდეგეს საკმარისი პატივით მიიღებენ ყოველთვის.

კლასიკოში რისი მიღწევა შეძლო გუნდმა?

გუნდმა მიაღწია თავდაჯერებულობას და მთავარი სწორედ ეს არის...



ინფორმაციის წყარო: Realmadrid.Com

ავტორი: kevlisha dle 10.1

  • kevlisha
  • 1 დეკემბერი 2009
  • 3584
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (323)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)