დი მარიას პრობლემები

საუკეთესო კონდიციებში მყოფ არგენტინელს, ჯერ დისკვალიფიკაციამ, ხოლო შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემებმა არ მისცა საშუალება ბოლომდე გამოევლინა თავისი შესაძლებლობები.


თითქოს ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობდა, თუმცა „ბორუსიასთან“ მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, „რეალის“ ოფიციალურმა ვებგვერდმა გვაუწყა, რომ დი მარია მომდევნო მატჩს გამოტოვებდა და ამის მიზეზად, მწვავე გასტრიტი (კუჭის ლორწოვანი გარსის მწვავე ანთება - ავტ.) დასახელდა, რომლის წყალობითაც, სამხრეთ ამერიკელმა 48 საათის განმავლობაში, 2.5 კილოგრამი დაიკლო.

მადრიდელი ექიმები ძალისხმევას არ იშურებდნენ, სან-სებასტიანში გამგზავრებამდე ფეხბურთელის მწყობრში ჩასაყენებლად, თუმცა პრობლემა არც ისე მარტივი გამოდგა, როგორც თავდაპირველად ჩანდა.განვლილი დღეების განმავლობაში, ანხელი მხოლოდ ინდივიდუალური ვარჯიშებით იყო დაკავებული, რაც მისი კონდიციების სისუსტეზე მეტყველებს.

მართალია, ანჩელოტიმ განცხადში შეიყვანა შემტევი ნახევარმცველი, მაგრამ ის მზად არ არის, 90 წუთის განმავლობაში იასპარეზოს „ანოეტას“ მინდორზე.აქედან გამომდინარე, დი მარია სათადარიგოდან დაიწყებს თამაშს, ხოლო თუ მადრიდელები გარკვეულ გართულებებს არ გადააწყდნენ, ანხელიტოს საერთოდ არ წამოაყენებენ სკამიდან.

ივარაუდება, რომ დორტმუნდელებთან საპასუხო მატჩისთვის, არგენტინელი 100 პროცენტით მზადყოფნაში იქნება.

MARCA dle 10.1

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)