მოდრიჩი: "ბეილი ამპარტავანი არ არის"

მოდრიჩი აცხადებს, რომ "მადრიდის რეალი" არ არის დაღლილი. მისი აზრით, 2:0 კარგი შედეგი იქნება. ასევე მისთვის სტვენა არაფერს არ ნიშნავს: "ეს ქორწინებას გავს, მთავარია სიყვარული"


ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ, საუბარი გასახდელში: "კარგი სეზონი გვაქვს. იგივე გუნდი ვართ, იგივე ფეხბურთელები, რომლებიც ათი დღის წინ ცხრილის სათავეში იყვნენ, მაგრამ სეზონის მანძილზე ცუდი დღეებიც არის ხოლმე. მიუხედავად ამისა, ყველაფერი წესრიგშია. ბოლომდე კონცენტრირებულნი და მოტივირებულნი ვართ. ცუდი დრო უნდა დავივიწყოთ და ხვალინდელ თამაშზე ვიფიქროთ. ორი თამაშის წაგების გამო თავდაჯერებულობა არ უნდა დავკარგოთ და დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ საუკეთესო თამაშს ვაჩვენებთ."

ბეილი, ინდივიდუალისტი და სტვენა: "ჩემი აზრით, ის კარგად გამოიყურება, ეხმარება გუნდს, გააქვს გოლები და აკეთებს საგოლე გადაცემებს. შესაძლოა ისეთივე კარგი არ არის, როგორც "ტოტენჰემში", მაგრამ ძალზედ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ჩვენთვის."

სამი ნახევარმცველით თამაში: "გვითამაშია სამი ნახევარმცველით. რაც მთავარია, გუნდურად უნდა ვითამაშოთ. "

ტაქტიკური სამუშაო. უფრო მეტი ფიზმომზადება: "არამგონია ასე იყოს. ხორვატიაში ორი ნახევარმცველით ვთამაშობთ, აქ სამით. მაგრამ ორივეგან ერთი და იგივე მოცულობის სამუშაოს შესრულება მიწევს. თუ გინდა, რომ "მადრიდის რეალის" ნახევარდაცვაში ითამაშო, კარგადაც უნდა უტევდე და დაცვაც კარგად უნდა გეხერხებოდეს. მე მიყვარს პოზიცია, რომელზეც მიწევს თამაში."

რევანში?: "ეს ახალი თამაშია. ახალი თამაში დედებული კლუბის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, წინა სეზონის თამაში არ დაგვვიწყნია, მაგრამ ეს თამაშები განსხვავებულია. შეიძლება ფიქრობდეთ, რომ იოლი თამაში გველის, ვინაიდან მათ ფეხბურთელები აკლიათ, მაგრამ ასე არ იქნება. ძალზედ რთული შეხვედრა გველოდება."

კრიშტიანოსადმი სტვენა; "რა თქმა უნდა, რონალდუ იმედგაცრუებულია ბოლოდროინდელი ორი მარცხით, მაგრამ ასე მარტო ის კი არა, მთელი გუნდია. ზოგჯერ იგებ, ზოგჯერ აგებ. კრიშტიანოსადმი სტვენა ნიშნავს იმას, რომ მათ უფრო მეტი სურთ მისგან და პატივს სცემენ მის შესაძლებლობებს. მჯერა, ეს არაფერს არ შეცვლის. კრიშტიანო პატივს სცემს გულშემატკივრებს. ეს ერთგვარად ქორწინებასავითაა. არის რთული და კარგი დღეები, მაგრამ მთავარი მაინც სიყვარულია."

კოპა დელ რეი: "თითოეული ტიტული მნიშვნელოვანია. კოპა დელ რეი, ჩემპიონთა ლიგა. სამ ტურნირზე ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ სამივეს მოსაგებად. მომავალში ბევრი რამე შეიძლება შეიცვალოს. თასი შორსაა ჯერ. ამჟამად მტავარი "ბორუსიაა".

დაღლა: "არამგონია, რომ დაღლილები ვიყოთ. ცუდი დრო გვქონდა, მაგრამ ეს დაღლის ბრალი არ იყო. ასეთი რამეები ხდება..."

2:0 ანგარიში: "შესანიშნავი შედეგი იქნება, თუ გოლს არ გავუშვებთ უფრო გაგვიადვილდება" dle 10.1

  • shvela
  • 1 აპრილი 2014
  • 2188
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)