ვაცკე: "სპორტშიც მიცდია ბედი და მენეჯმენტშიც"

გამომცემლობა AS-მა "დორტმუნდის ბორუსიას" გენერალურ დირექტორთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა


- როგორ შეაფასებდით თქვენს სიყვარულს ფეხბურთისადმი?

20 წელი ახალგაზრდულ ლიგაში ვითამაშე, მაგრამ ეს არ გამოდგა საკმარისი პროფესიონალად გახდომისთვის. 25 წლის წინ ვცადე წარმატებული კომპანიის ჩამოყალიბება. ასე რომ ფეხბურთის ორივე მხარეს მაქვს გამოცდილება, როგორც სპორტში, ასევე მენეჯმენტში.

- ყველაზე ადრინდელი რა გახსენდებათ "მადრიდის რეალზე"?

ბავშვობის მოგონებებიდან მოყოლებული, თუ გავიხსენებთ, გეტყვით , რომ "მადრიდის რეალი" მიყვარდა, განსაკუთრებით კი თეთრი მაისური...მადრიდში რამოდენიმეჯრ ვიყავი კიდევაც 50-იანებში, თუ 60-იანებში. არამარტო პუშკაშის და დი სტეფანოს გამო, არამედ სანტამარიას, ხენტოს და ა.შ. შემდეგ მათ იყიდეს ნეტსერი და სტეილკი... ყველაზე საყვარელი გუნდი იყო ესპანეთსი...

- ის "მადრიდის რეალი" უფრო ძლევამოსილი და პრესტიჟული იყო, თუ დღევანდელი?

ის ლეგენდარული კლუბი იყო. საკმაოდ კარგი ურთიერთობა მქონდა ფლორენტინო პერესსადა ხოსე ანხელთან. ჟოზე მოურინიოს კლუბში მოყვანის გადაწყვეტილება, საუკეთესო იყო ჩემი აზრით. შესაძლოა, მოურინიო არ ერგებოდა "მადრიდის რეალის" კულტურას.

- კლოპი რით განსხვავდება მოურინიოსგან?

იურგენი ცოტათი განსხვავებულია. მოურინიოს ისეთი კონფლიქტები აქვს, რომლებშიც იურგენი არ ეხვევა ხოლმე, მაგრამ ორივე ფანტასტიკური მწვრთნელია.

- თქვენ "დორტმუნდის ბორუსიას" ნამდვილი მხსნელი ხართ. კომფორტულია ეს როლი?

თავს არ ვთვლი მხსნელდა და ეს სიამოვნებას სულაც არ მანიჭებს. სიმართლეა ის, რომ ეს ყველაფერი მარტო მე არ გამიკეთებია. ერთია კლუბის ხსნა და მეორეა, როგორ აგრძელებს კლუბი გზას.

- რა მოხდა "ბორუსიაში" და რამ მიიყვანა კლუბი ამ მდგომარეობამდე?

- "ბორუსიას" იმაზე დიდი ვალი ქონდა, ვიდრე გამოიმუშავებდა. როცა მოვედი კლუბი წლირად 75 მლნ.-ის შოვნას ახერხებდა, ხოლო ვალი კი საკმაოდ დიდი იყო.

- და ეხლა

- ეხლა 305 მლნ. ასე რომ მეტის დახარჯვა შეგვიძლია.

- იცით რამდენია "მადრიდის რეალის" ვალი?

უფრო მეტი , თუ უფრო ნაკლები...

- 540 მლნ. ევრო

მაგრამ მათი წლიური შემოსავალი უფრო მეტია. გარდა ამისა, მაშინ "ბორუსიას" ვალი 150 მლნ. ევრო შეადგენდა, ხოლო გამომუშავებით კი 75 მლნ. ევროს გამოიმუშავებდა. ორჯერ ნაკლებს. სწორედ ეს იყო პრობლემა.

- და ეხლა "ბორუსიას" აქვს ვალი?

დიახ...ჯერ კიდევ გადასახდელი გვაქვს 35 მლნ. სტადიონის ხელახლა შეძენისთვის.

- რა გააკეთეთ?

სამი ეტაპი გავიარეთ. პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ზორჩი დამეხმარა ამაში ძალიან. 75 მლნ.-დან 24 მლნ-მდე შევამცირეთ პირველი კლუბის ხელფასების თანხა. ეს საკმაოდ ძნელია და ამ თანხად კარგი კლუბი არ გეყოლება. არამგონია "მადრიდის რეალში" წლირუი 24 მლნ. სახელფასო ფონდით შეძლონ თავიანთი საქმის გაკეთება. ამის შემდეგ სამი წლის მანძილზე ვცდილობდით ცხრილის შუა პოზიციაზე დაბლა არ ჩამოვსულიყავით და ამ პერიოდში ვალებს ვამცირებდით. ეს იყო პირველი ნაბიჯი...

- და მეორე?

რაღაც ახალი შევქმენით ახალგაზრდა გუნდით, მაგრამ საკმაოდ ნიჭიერი ფეხბურთელები და მწვრთნელად 2008 წელს კლოპი მოვიყვანეთ. ამის შემდეგ 2011 წელს ლიგა მოვიგეთ, რამაც ჩვენც გაგვაკვირვა. ეხლა ჩვენი პოპულარობა და შესაბამისად შემოსული ფულიც მოგებული ტიტულების გამო იზრდება. ეხლა წლირად 305 მლნ. შემოგვდის , ხოლო წინა წელს 50 მლნ.-ის მოგება გვქონდა. ჩვენ ვიზრდებით და მესამე ეტაპზე ვართ, მაგრამ "მადრიდის რეალის" და "ბაიერნის" დონე არ ვართ.

- რატო იცავთ 50+1 წესს?

გერმანიაში ხალხს სურს გრძნობდნენ, რომ კლუბი მათია და მათ ეკუთვნის. ინგლისში სხვა სიტუაციაა. იქ ყველამ იცის, რომ კლუბი ან აბრამოვიჩის, ან რომელიმე შეიხის კუთვნილება, ხოლო ფეხბურთელები უბრალო მაყურებლები არიან. გერმანელებს უყვართ გადაწყვეტილების მიღება და სურთ, რომ ამ საზოგადოების წევრები იყვნენ.

- თქვენ "ბაიერნისგან" გადასარჩენად ფული ისესხეთ , როცა გაბანკროტდით?

არა. ეს ტყუილია. ჰიონესმა ჩემს წინამორბედს მისცა 2 მლნ. 8 პროცენტიანი სასესხო განაკვეთით. მიუხედავად ამისა, ეგ არაფერი არ იყო, ვინიდან არაფერს არ ცვლიდა, ხოლო ჩემი პირველი ვალდებულება კი სწორედ ამ ვალის დაფარვა იყო.

- ფული როგორაა განაწილებული გერმანიის ჩემპიონატში?

პირველ ადგილოსანი ორჯერ მეტს იღებს , ვიდრე ბოლო ადგილოსანი. "ბაიერნი" 38 მლნ. აიღებს, "დორტმუნდი" 34,5 მლნ-ს, ხოლო ბოლო ადგილზე გასულს 18 მლნ. ერგება. სატელევიზიო უფლებების ასეთი სამართლიანი განაწილება ეხმარება სწორედ კლუბს განვითარებაში და კონკურენციის ზრდაში. ესპანეთის მაგალითი აქ მიუღებელი და შეუძლებელი იქნება.

- ბეილში 100 მლნ. ევროს გადაიხდიდით?

თუ იოზილის და რამოდენიმე ფეხბურთელის გაყიდვას მოვახერხებდი, რატომაც არა. ბეილი საუკეთესო კლუბშია. "ბორუსიაში" მე ვერ მოვიყვან 100 მლნ. ევროს ღირებულ ფეხბურთელს ფული რომც მქონდეს.

- "მადრიდის რეალი" ლევანდოვსკით იყო დაინტერესებული?

დიახ, მათ გამოხატეს თავიანთი ინტერესი

- რატომ ვერ შეთანხმდით?

ეს ფეხბურთელის გადასაწყვეტი იყო. ვიცოდით, რომ 2013 წელს არ უნდა გაგვეშვა ფეხბურთელი. რობერტმა თვითონ გადაწყვიტა, რომ კონტრაქტის დასრულების შემდეგ "ბაიერნში" გადასულიყო.

- "ბორუსიას" შანსები "მადრიდის რეალის" წინააღმდეგ...

ყველა ფეხბურთელი მწყობრში თუ გვეყოლა, შანსები გვექნება. ამდენი ტრავმის გამო, შანსები მცირეა, მაგრამ ზეწოლა "მადრიდის რეალზეა", ვინაიდან მათ გონებაში უტრიალებთ ის, რაც წინა წელს მოხდა. ფანტასტიკური გუნდი ყავთ და ჩვენი შანსი ისაა მათ დაიჯერონ, რომ ყველაფერი გამოუვათ. dle 10.1

  • shvela
  • 1 აპრილი 2014
  • 1375
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)