კლოპი : "დორტმუნდი არ დასუსტებულა"

იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური პირველი შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა და არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა, მან ასევე შეაფასა მეტოქე და საკუთარი გუნდი...


როგორ გახსენდებათ შარშანდელი ნახევარფინალი, რომელმაც ძალიან დაძაბულ ვითარებაში ჩაიარა?

ძალიან კარგად მახსოვს ის მომენტები, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოთ ბერნაბეუს მატჩის ბოლო 10 წუთი, სადაც "რეალმა" კინაღამ წაგვართვა ფინალის საგზური, მაშინ მართლაც ძალიან ვინერვიულე, თუმცა საბედნიეროდ ყველაფერი დადებითად გადაწყდა. ის მომენტი ჩემ კარიერაში განსაკუთრებული იყო, ნამდვილად ვერ დავივიწყებ ვერცერთ დეტალს.

როგორ შეაფასებდით მიმდინარე სეზონის სახეცვლილ მადრიდის რეალს?

მადრიდის რეალს ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, კარლო ანჩელოტის საკმაოდ დიდი არჩევანი აქვს, თითოეულ პოზიციაზე უძლიერესი ფეხბურთელები გამოდიან. როგორც შეტევითი, ასევე დაცვითი პოტენციალი გუნდს არ დაეწუნება, ისინი ბრწყინვალედ ასპარეზობენ და ჩემპიონთა ლიგის უდავო ფავორიტად ითვლებიან, დიდი სიფრთხილე გვმართებს.

რომელი გუნდია ამ ბრძოლის ფავორიტი ?

თუ გუნდების ბიუჯეტებს შევადარებს რა თქმა უნდა მადრიდის რეალი. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ სუბოტიჩი, ბენდერი, გიუნდოგანი, შმელცერი და ბლაშიკოვსკი ვერ დაგვეხმარებიან, ეს რა თქმა უნდა ჩვენს შანსებს ამცირებს, თუმცა დორტმუნდის ბორუსიას მთავარი კოზირი ბრძოლისუნარიანობა გახლავთ, ჩვენ ძალიან მოტივირებული გუნდი ვართ. მიზანი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის დამარცხება გახლავთ, ძალიან დიდი იმედი მაქვს წარმატების, ბორუსიას ყველას დამარცხება შეუძლია.

მაგრამ წლევანდელი ბორუსია ვერ დგას მოწოდების სიმაღლეზე, შარშან გაცილებით ეფექტურები იყავით...

არ გეთანხმებით, სეზონის საწყისი ეტაპიდანვე დიდ პრობლემებს გადავაწყდით შემადგენლობის მხრივ, რამაც რა თქმა უნდა შეიტანა კორექტივები, გუნდი საკუთარ თავს აღარ ჰგავდა, თუმცა დავლაგდით. ბუნდესლიგაში მოწინავე პოზიციაზე ვიმყოფებით, ასევე გავედით ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში , სადაც მსოფლიოს 8 საუკეთესო გუნდია თავმოყრილი, აუცილებლად უნდა გავუსვათ ხაზი იმას, რომ ჯგუფური ეტაპის დაძლევა ძალიან გაგვიჭირდა, ვინაიდა სიკვდილის ჯგუფში ვიყავით მოხვედრილები, სადაც თითოეული გუნდი ყველაფერს აკეთებდა წარმატების მისაღწევად.

ის, რომ მეორე მატჩი დორტმუნდში გაიმართება ხელს გაძლევთ?

ეს რა თქმა უნდა გასათვალისწინებელია. მოხარული ვარ, რომ წერტილი ყველაფერს გერმანიაში დაესმება. საკუთარ კედლებში გაცილებით უფრო ძლიერები ვართ. dle 10.1

  • Hala
  • 31 მარტი 2014
  • 2724
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (320)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)