ავტორიზაცია
  • ქართველი
  • მადრიდისტები
  • ვენგერს მორატას დავიწყება არ სურს

    ვენგერს მორატას დავიწყება არ სურს

    მოგეხსენებათ, ალვარო მორატას შეძენით რამდენიმე კლუბი გახლავთ დაინტერესებული, ერთ-ერთი მათგანი კი ლონდონის არსენალი, რომლის შესახებაც ბოლო დროს არაფერი დაწერილა, თუმცა დღეს უკვე ვრცელდება ინფორმაციები იმის შესახებ, რომ არსენ ვენგერის ახალგაზრდა ესპანელის დავიწყება არ სურს და იგი ყველაფერს გააკეთებს ტრანსფერის გასაჩარხად...

    Daily Mail-ის ინფორმაციით ფრანგი მწვრთნელი ხელმძღვანელობას შეხვდა და მორატას გადაბირება თხოვა. ვენგერის აზრით ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების ფორვარდს ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს, რომელსაც პრიმერა დივიზიონში ვერ ავლენს, რადგან ძალიან ცოტა სათამაშო დრო აქვს, ნისლიან ალბიონზე კი სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება და ალვარო გაიბრწყინებს.

    რაიო ვალეკანოსთან შეხვედრის მეორე ტაიმში კარლო ანჩელოტიმ ახალგაზრდა წინახაზელს თამაშის საშუალება მისცა, თავის მხრივ არც კანტერანომ დააყოვნა და ულამაზესი გოლი გაუტანა თანაქალაქელთა მეკარეს.

    როგორც ჩანს ზაფხულში ფლორენტინო პერესის მობილურ ტელეფონზე არაერთხელ გაისმება ზარი, რომელიც ალვაროსთან დაკავშირებით იქნება განხორციელებული.

    მადრიდის რეალისთვის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი იჯარა გახლავთ, ამ შემთხვევაში ფეხბურთელი დიდ გამოცდილებას მიიღებს, რომელსაც ისევ "ბლანკოსის" წარმატებას მოახმარს.

    დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. dle 10.1

    31 მარტი 2014
    1633
    0
    ინფორმაცია
    ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
    რეკლამა

    ლა ლიგის ბომბარდირები

    N
    ფეხბურთელები
    გოლი
    1
    მესი
    19
    2
    ბენზემა
    14
    3
    სუარესი
    11

    ჩემპ. ლიგის ცხრილი

    გუნდი
    1 პსჟ 6 5 1 0 16
    2 რეალი 6 3 2 1 11
    3 ბრიუგე 6 0 3 3 3
    4 გალათასარაი 6 0 2 4 2
    რეკლამა
    გამოკითხვა
    ?
    დღევანდელი „რეალის“ საუკეთესო ფეხბურთელია ...
    რამოსი
    მარსელო
    ბენზემა
    კროოსი
    მოდრიჩი
    აზარი
    ბეილი
    კაზემირო
    რეკლამა