ჩაბიმ ფორმა დაკარგა, „რეალი“ უკან მიდის

ბასკი ფეხბურთელის არყოფნა ან არასახარბიელო კონდიციები, პირდაპირ კავშირშია მადრიდელების ნეგატიურ ასპარეზობაზე.


ალბათ, გახსოვთ, სეზონის დასაწყისი, როდესაც ჩაბი ლაზარეთში იმყოფებოდა, ხოლო „თეთრები“ საკმაოდ უსახურ ფეხბურთს აჩვენებდნენ.რადიკალურ შეიცვალა სურათი, მისი დაბრუნების შემდეგ.ანჩელოტის შეგირდები გაცილებით ორგანიზებულად ათამაშდნენ, ნანატრი გუნდური ბალანსიც იქნა მოძიებული და შედეგმაც არ დააყოვნა. ისინი ალონსოს ნახევარდაცვაში დადგომის შემდეგ, 31 მატჩის განმავლობაში დაუმარცხებლად გამოდიოდნენ.

სამწუხაროდ, სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან სტადიაზე, მადრიდელების ბანაკში კვლავ ჩამოკრა განგაშის ზარმა.რა თქმა უნდა, ალონსოს ტრავმა არ მიუღია, ის თამაშშია, მაგრამ ამჯერად, ფეხბურთელის სათამაშო კონდიციების დაკარგვის გამო იზარალა გუნდმა.ცხადია, რომ ბოლო 2 დაპირისპირებაში, ქომაგებს ის ალონსო არ უხილავთ, რის გამოც აფასებენ მას.ჩაბიმ სრულიად უმოტივაციოდ და უბრძოლველად იასპარეზა კატალონიელების წინააღმდეგ.არაერთი შეცდომა დაუშვა ბურთის გამოტანისა თუ გაგორების დროს და მხოლოდ 38-ჯერ შევიდა ორთაბრძოლაში, რაც მისთვის უფერული მაჩვენებლია.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მოულოდნელი სერია „სანჩეს პისხუანზეც“ გაგრძელდა, სადაც 16 პროცენტიანი უზუსტობებით გააკეთა პასები, მაშინ როდესაც, სეზონის განმავლობაში, გაფუჭებული გადაცემები მხოლოდ 12 პროცენტს შეადგენენ.

მაშასადამე, კიდევ უფრო გამოიკვეთა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ფიგურაა ალონსო გუნდისათვის.

MARCA dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (234)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)